in

„Все к лучшему“ -ანა ლხინაძე


 “ცოდნა, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და ცოტაოდენი იღბალი”- ჩვენი დღევანდელი რესპოდენტის წარმატების ფორმულაა. კომპანია „ბორჯომის“ მარკეტინგული კვლევების მენეჯერმა ანა ლხინაძემ თავისი კარიერა უნივერსიტეტის- კვაკასიის ბიზნეს სკოლის დასრულებისთანავე, 2010 წელს დაიწყო. თავდაპირველად ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანია შპს „ჯეოსტარ“-ში მუშაობდა, რომელიც ექსკლუზიური დისტრიბუტორია ისეთი ბრედებისა როგორიცაა ნივეა, აქვაფრეში, ბიკი და სხვა. ანა იყო ბრენდ მენეჯერი და კონკრეტულად რამდენიმე ბრენდის მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი ევალებოდა. 6 თვის შემდეგ ამავე კომპანიაში დააწინაურეს, რის შემდეგაც პასუხისმგებელი გახდა ყველა იმ ბრენდზე, რომლის იმპორტსაც ახდენდა კომპანია. მოგვიანებით ბორჯომში ცადა ბედი, სადაც ტესტირებითა და საფეხურეობრივი გასაუბრებით მოხვდა, ახლა იქ ყოველდღიურად დაახლოებით 8საათს ატარებს „მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე გუნდი ოვერტაიმზეც ვმუშაობთ.“

Ana Lkhinadze, Borjomis marketing research manager

როდესაც ვკითხეთ სად ისურვებდა მუშაობას, გვიპასუხა, რომ საუკეთესო კომპანიაში, იდელურ სამუშაო გარემოში მუშაობს, ამიტომ სხვა ალტერნატივას არ განიხილავს. „თუმცა  ჩემი ე.წ „Dream job” უცხოური  ჟურნალი VOGUE-ის მარკეტინგის დეპარტამენტშია.“

თავისი სამუშაო დღის მოკლე მიმოხილვას შემდეგნაირად გვაცნობს : „მევალება ძალიან საინტერესო საქმე, ჩაბმული ვარ კომპანიის  სტრატეგიულ დაგეგმვაში, ვაკეთებ არამარტო საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყნის  ბაზრის ანალიზს, სადაც ხდება ბორჯომის ექსპორტი, ასევე ვატარებ კვლევებს, მევალება სხვადასხვა სახის ანგარიშგების წარმოება და ასე შემდეგ.“

საკუთარი გამოცდილებიდან წარმატებულ პროექტს არ გვისახელებს, რადგან თვლის, რომ გლობალური და წარმატებული პროექტი ჯერ კიდევ წინ აქვს. ჩვენი რესპოდენტი სხვების მსგავსად საქართველოს ბიზნეს სექტორში ახალი ბრენდების შემოსვლას ისურვებდა, რაც გაზრდიდა ჯანსაღ კონკურენციას. უკვე შემოსული ბრენდებიდან უპირატესობას კოკა-კოლას ანიჭებს, ყველაზე წარმატებულ კომპანიად კი საქართველოში „საქართველოს ბანკი“ მიაჩნია, თუმცა თავად „თიბისი“ ბანკის მომხმარებელია. მობილური ოპერატორებიდან ირჩევს მაგთის და ფლობს iPhone 4-ს.  ავტომობილი არ ყავს, თუმცა დიდი სიამოვნებით იყოლიებდა Range Rover Sport-ს. ფართო არჩევანის გამო პროდუქტის საყიდლად გუდვილში დადის.

გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, განტვირთვის მიზნით სხვადასხვა ადგილს სტუმრობს, გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება, ბოლო პერიოდში უპირატესობას თეატრს ანიჭებს.

ტელევიზორისთვის დრო ფაქტობრივად არ რჩება, მაგრამ როცა საშუალება აქვს უყურებს და ქართული გადაცემებიდან ძირითადად თვალყურს   ვასიკო ოდიშვილის  „აბებს“  და „ცეკვავენ ვარსკვლავებ„ ადევნებს.

სატელევიზიო რეკლამებიდან ყველაზე მეტად მოეწონე და დაამახსოვრდა ბორჯომის რებრენდინგის პირველი რგოლი,  სადაც საჭმელი თავიდან ცვივა, ასევე საქართველოს ბანკის რეკლამა რუსკა მაყაშვილის მონაწილეობით-„რეკლამა რომელიც ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს.“

ჩვენს რესპონეტს საკმაოდ ოპტიმისტური საყვარელი გამონათქვამ აქვს „Все к лучшему.“

თავად დამწყები კარიერისტი დამწყებ სპეციალისტებს ურჩევს, რომ არასდროს დაკმაყოფილდნენ უმაღლესში მიღებული განათლებით და ყოველთვის იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა ტრენინგისა თუ კურსის  საშუალებით.

შექმენი წარმატებული ბრენდი!

ბარამბოს ახალი რეკლამა