in

KievStar-ის პირველი პირველადი დახმარების აპლიკაცია დამზადებული უკრაინაში!

უკრაინულმა სარეკლამო სააგენტო “Grape Ukraine”, სამედიცინო ცენტრმა Борис და მობილურმა ოპერატორმა Киевстар-მა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ახალი აპლიკაცია “Перша мобiльна допомога” დაამზადეს.

როგორც სერვისის შემქმნელები ამბობენ: ევრომაიდანზე დაშავებულებისთვის სასწრაფოს მოსვლამდე პირველადი დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაცია კი სწორედ პირველადი დახმარების ინსტრუქციას მოიცავს.

აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ:

გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება

გაიგოთ სად მდებარეობს უახლოესი საავადმყოფო

გაიგოთ სად მდებარეობს უახლოესი აფთიაქი

წაიკითხოთ ან უყუროთ ვიდეო მასალას სხვადასხვა ექსტრემალური მდგომარეობის გადასაჭრელად.

სულ 15 კატეგორიაა: სისხლდენა, დამწვრობა, ინსულტი და სხვა შემთხვევები.

ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აპლიკაცია iOS და  Android სისტემაზე მუშაობს. სამი თვის მანძილზე  21500 მომხმარებელმა გადმოიწერა.

წარსული შეიძლება ლამაზი იყოს, მოგონება საოცნებო, მაგრამ მომავალი არის ზემოთ და ოქროსფერი! – Dior-ის შედევრი!

საკუთარი პროდუქტის რეკლამისთვის, ბრენდ მენეჯერი მეტროს იატაკიდან საჭმელს ჭამს