in

РЕТА ცხოველების დასაცავად ახალ ხერხს მიმართავს

РЕТА  ახალი სარეკლამო კამპანიით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის, ცხოველთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდის და ამ პრობლემის მოგვარების გზას გვთავაზობს.

ცხოველების უფლებების დაცვის მიზნით მათ რამდენიმე ხნის წინ Dodge-ს მიმართეს და მოითხოვეს მათი სარეკლამო რგოლიდან მაიმუნის ამოღება, რომელიც უბრალოდ ერთ კადრში ჩანდა. სასამართლომ გადაწყვეტილება РЕТА-ს სასარგებლოდ გამოიტანა, რადგან ცხოველი ექვემდებარებოდა წვრთნას,  შესაბამისად ის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

სწორედ, ამ პრობლემის გადაჭრას გვთავაზობს РЕТА  და მოგვიწოდებს უარი ვთქვათ სასტიკ პირობებში გამოწვრთნას ცხოველებისა და მივმართოთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.

რეკლამაში კი კომპიუტერული მაიმუნია ჩასმული, მაგრამ ეს მაიმუნი და კიდევ ასობით მისნაირი, ყველა ერთი და იგივე ტრაგიკული ისტორიის მონაწილენი არიან.

კადრს მიღმა  ხმა, რომელიც ედრიან ბროუდის ეკუთვნის  ამბობს: “როდესაც პატარა იყო დედას დააშორეს, 10 წელი სასტიკ პირობებში წვრთნიდნენ. მონაწილეობდა შოუებში, ფილმებში, სცემდნენ და დასცინოდნენ. ვერავინ აიტანდა ასეთ  პირობებში ცხოვრებას…”

 

რეკლამა სააგენტო BBDO, New York-ს ეკუთვნის

JCPenney-ის ნაადრევი მადლობა

ახალი ძველის წინააღმდეგ, Audi-ს რეკლამაში