24
Jun
2019

ირაკლი აბესაძე – Сoca-Cola-დან BOG-მდე

24 Jun 2019

ირაკლი აბესაძემ, Coca-Cola Bottlers Georgia-ს კომერციული და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციიდან, საქართველოს ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა. როგორც მარკეტერისთვის ცნობილია, ირაკლი 7 წელი იყო „კოკა-კოლას“ გუნდში.

ირაკლი აბესაძე: „მოტივაცია მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებო, მზად ხარ, თუ არა განვითარებისა და ახალი გამოწვევებისთვის, შეგიძლია, თუ არა უფრო მეტის გაკეთება და რა თქმა უნდა, მზად ხარ, თუ არა საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად. საქართველოს ბანკში გადასვლის მთავარი მიზეზი არის ის შესაძლებლობა, რომლითაც საკუთარ წვლილს შევიტან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. რაც შეეხება კოკა-კოლაში გატარებულ 7 წელს, ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა როგორც პროფესიული, ასევე ცხოვრებისეული, რასაც წარუშლელი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. კოკა-კოლას გუნდი დაკომპლექტებულია თავისი საქმის პროფესიონალებით და ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან ერთად მუშაობა“.

განხილვა