თბილისს დაძაბული პოლიტიკური კვირის შემდეგ “თბილისობა” ეწვია, მსგავსი ღონისძიება როგორც წესი მარკეტერებს საკუთარ კალენდარში დიდი ხნით ადრე უნდა ქონდეთ მონიშნული, ეს კარგი დღეა გაყიდვებისა და პიარ აქტივობებისათვის,ხალხს აქვს მიზეზი ხარჯონ ფული, თუმცა ქართული ბიზნესის უდიდესი ნაწილი ამ დღესასწაულს ძალიან მოუმზადებელი შეხვდა, საერთო ჯამში უკვე ტრადიციულ გამოფენებს თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებულად თბილისობა არავის უგრძვნია. (ბიზნესის მხრიდან)
არსებობენ გამონაკლისებიც, საერთაშორისო ბრენდი McDonalds-ი თბილისობას ძალიან “ეროვნულად” შეხვდა, ისინი ზოგადად მთელს მსოფლიოში ცნობილნი არიან უცხო ქვეყნის კულტურასთან “ადაპტაციაში”, ასე მოხდა ჩვენთანაც და 2 დღის განმავლობაში თბილისობის დღესასწაულზე მაკდონალდში არც ჩონგური, არღანი, ჩურჩხელა და არც ქართულ ტრადიციულ ტანისამოსში გამოწყობილი მომსახურე პერსონალი არ უნდა გაგკვირვებოდათ.
ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო გადავწყვიტე ჩემი უცხოელი მეგობრებისთვისაც მეჩვენებინა, ისინი პირველად ხედავდნენ მაკდონალდში მსგავს მორთულობას, ძალიან მოეწონათ თუმცა შემდეგ გადავედით იმ ნაწილზე, რომელიც ძალიან არ მოეწონათ არც მათ, არც მე.
ამ ნაწილს პირობითად დავარქმევთ აი რა “ტეხავს”-ს , რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღების მიქცევას.
მართალია ეს უკვე დიდი ხნის პრობლემაა, მაგრამ მაინც უნდა ითქვას.
შეფუთვაზე და სარეკლამო მასალებზე, მხოლოდ უკრაინული წარწერები “ტეხავს”! ,
ტეხავს არა იმიტომ, რომ უკრაინული წარწერებია, არამედ ვთვლი, რომ მომხმარებლის შეურაცხყოფაა, როდესაც ეკონომიის მიზნით სხვა ქვეყნიდან შემოგაქ პროდუქციის შეფუთვა, მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ ქსელში არ ხდება და არც მოხდება, (ბრენდის წარმომავლობას თუ გავითვალისწინებთ, მისაღებია ინგლისური ენა, უკრაინული არანაირ კრიტერიუმში არ ჯდება, მაქსიმუმ თუ საქართველოს საბჭოთა კავშირის ფარგლებში განვიხილავთ)
შეიძლება ქართველი მომხმარებელი ამ ეტაპზე ნაკლებად აქცევს ყურადღებას ამ წარწერებს, მაგრამ ეს დაახლოებით ისეთივეა, რომ ამერიკის სამხრეთ ნაწილში ესპანურად ეწეროს ყველაფერს, “აქ ესპანური მაინც ყველამ იცის” ლოგიკით, გასაგებია, რომ ენა ვიცით, მაგრამ თავად მაკდონალდის პოლიტიკაშია იყოს გლობალური ბრენდი, რომელიც ლოკალურ ბაზარზე არის ლოკალური, არანაირი გამართლება არ აქვს ხუთი რესტორნის მფლობელისაგან ამ საქციელს, დიდი ხანი ვუხსნიდი უცხოელ მეგობრებს თუ რატომ შეიძლებოდა საქართველოში მსგავსი რამ მომხდარიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამართლება არ აქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება.
თქვენ როგორ ფიქრობთ მკითხველო “ტეხავს” თუ არა როდესაც პროდუქციის შეფუთვასა და სარეკლამო მასალაზე ყველა ქვეყანაში საკუთარ ენაზეა წარწერა, საქართველოში კი სხვა ენაზე?