in

ანა ტრაპაიძე – ალდაგი ბისიაი

„წარმატებისთვის პირველ რიგში აუციელებელია სრულყოფილი განათლება, საკუთარი საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგეობლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა..“

ჩვენი დღევანდელი სტუმარი „ალდაგი ბისიაი“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ტრაპაიძეა. კარიერის შექმნა მან ჯერ კიდევ სწავლის პერიოდიდან დაიწყო, ყველანაირი სახის გამოცდილების მისაღებად სხვადასხვა ადგილას მუშაობას ცდილობდა. ალდაგშიც ასე დაიწყო, თუმცა მალევე მიატოვა იქაურობა, 2 წლის წინ კი კომპანია თავად დაუკავშრდა. დღესდღეობით, დღის უდიდეს ნაწილს ის სწორედ „ალდაგი ბისიაი“-ში ატარებს.

საყვარელი გამონათქვამი?

არასდროს თქვა არასდროს!

დილას იწყებს ელექტრონული ფოსტის გაცნობით, თავდაპირველად ეცნობა სადაზღვეო სფეროში  მიმდინარე სიახლეებს, შემდეგ კი თანმიმდევრულად მიყვება თავის ბლოკნოტში ჩამოწერილი საკითხების განხილვასა და შესრულებას.

მობილური ტელეფონებიდან ფლობს Iphones, მობილური ოპერატორებიდან კი მაგთის ირჩევს, სარგებლობს საქართველოს ბანკის მომსახურებით და საქართველოში ყველაზე წამატებულად სწორედ ამ ორ კომპანიას მიიჩნევს.

პროდუქტს ყოველთვის გუდვილში ყიდულობს: „-იმიტომ, რომ ვენდობი.“

გადატვირთული გრაფიკის შემდეგ ყველაზე ხშირად სტუმრობს ხოლმე მარჯანიშვილის თეატრს, კინო ამირანს და ამ ბოლო დროს, იტალიურ რესტორან „გუსტოს“.

ახალგაზრდებს, რომლებიც ამავე სფეროში აპირებენ კარიერის აწყობას ურჩევს: “ბევრი იკითხონ , კარგად ისწავლონ და უყვარდათ ის საქმე რასაც აკეთებენ.“

 

 

ყველაფერი საფუძვლიდან იწყება * წინასაახალწლოდ წასაკითხი პოსტი

მზია შარაშიძე შვილთან ერთად

“წარმატება თავისით არ მოდის” – მზია შარაშიძე