არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჭკუას ვასწავლი, ან გავიგე მისი სუსტი მხარე და ”მაზოლზე ფეხს ვაჭერ”. ჩათვალეთ, რომ ეს უბრალოდ რეკომენდაციაა და სხვა არაფერი, მით უფრო, როცა თავადაც ვუშვებ შეცდომებს და არასოდეს ვთაკილობ ღირსეულად ვაღიარო ისინი და მოვუსმინო ჭკვიან ადამიანებს.
რატომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა? ამას წინათ საიტებს ვათვალიერებდი და ერთ საოცარ შეცდომას წავაწყდი-”კედელზე ჩამოკიდული”,არ ვისაუბრებ ტაფტოლოგიებზე და პუნკტუაციურ შეცდომებზე, იმიტომ, რომ მსგავსი შეცდომა სიჩქარისგან შესაძლოა პროფესიონალმაც დაუშვას, მაგრამ არ შეიძლება კედელზე ”ჩამოკიდული” იყოს რაღაც.
უნდა იყოს-”კედელზე ჩამოკიდებული”, თუ ამ სიტყვის გამოყენება გვინდა. ასეთი შეცდომის დაშვება უხერხულია, რბილად რომ ვთქვათ, მით უფრო, როცა საიტი მომხმარებელს შენს ორგანიზაციაზე აწვდის ინფორმაციას და უქმნის იმიჯს. აქვე უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ იგივე შეცდომით არ შეიძლება დაბეჭდო სარეკლამო მასალები და კონკურენტების სასაცილოდ აიგდო თავი.
ამას დაემატა ის, რომ მივიღე შემოთავაზება დამეწერა სწორი ფორმების შესახებ სტატიები.
გთავაზობთ რამდენიმე სიტყვას, რომელთა არასწორი მოხმარება ასე გავრცელებულია დღევანდელ რეალობაში:
შეცდომაა |
სწორია |
მიმჩნევსჩემს შესახებ
იქეთ აქით შემკითხვია გამარჯობათ მადლობა მოვუხადო ბოდიში გადავუხადო, ან ბოდიშით როგორ ხართ? არავინ არ მოსულა |
მამჩნევს ჩემ შესახებ იქით აქეთ უკითხავს გამარჯობა მადლობა გადავუხადო ბოდიში მოვუხადო როგორ ხარ?/ან როგორ ბრძანდებით? არავინ მოსულა (ორი უარყოფა ერთდროულად არ შეიძლება) |
სწორად წერა განსაკუთრებით საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს მოეთხოვებათ და ძალიან ცუდად ხვდება ყურს, როცა პიარ სპეციალისტი, ან ჟურნალისტი არასწორად მეტყველებს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფაქტები შემდეგ განხილვის საგანი ხდება და ხშირად დამწერის, მთქმელის რეპუტაციაზე, ნდობაზე უარყოფითად აისახება. მით უფრო ორგანიზაციაზე, როცა მისი სახელით საუბრობ.
რუბრიკიდან-გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა
ავტორი: ხატია ალფაიძე