“აუცილებელია ხალხთან ურთიერთობის სიყვარული“
მარკეტერის დღევანდელმა სტუმარმა, მაიკო ივჩეკომ კარიეკა 11წლის წინ დაიწყო, პირველი სამუშაო ადგილი გახლდათ სოფლის მეორნეობის სამინისტრო, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ის სტაჟიორად მუშაობდა.
-რამდენი იყო პირველი ხელფასი?
-არ მახსოვს მგონი 200 ან 150 ლარი.
უკვე 7წელია რაც „ალდაგი ბისიაი“-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია. სამსახურში ატარებს „ბევრ “დროს ატარებს . თვლის, რომ წარმატებისთვის აუცილებელია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. სფეროში, სადაც თავად მოღვაწეობს მნიშვნელოვნად მიაჩნია ხალხთან ურთიერთობის ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობის აგებასა და გამყარებას, რაც საბოლოოდ სასურველი წარმატების მიღწევში დაეხმარება.
„ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ სფეროში თეორიული განათლების გარდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკას. პიარი არ არის ზუსტი მეცნიერება, ამ სფეროში კონკრეტული წესები და კანონები არ არსებობს, ამიტომ, რაც პიარზე მისწავლია და წიგნებში წამიკითხავს პრაქტიკაში ყველაფრის გადმოტანა იდენტურად არ ხერხდება. ეს არის სფერო, სადაც რაც უფრო მეტად კრეატიული ხარ და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მით უკეთესად გამოგდის საქმე და შესაბამის შედეგს, სასურველ წარმატებას აღწევ. ეს პროფესია აერთიანებს ადამიანებს და ამყარებს ურთიერთობებს. ვფიქრობ, ჩემი პროფესიის პრიორიტეტი სწორედ ესაა და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც პროფესიის არჩევა ჰქვია, შეცდომა არ დამიშვია, სწორ გზას დავადექი და დღემდე მივყვები.“
უჭირს ადგილის დასახელება, სადაც სიამოვნებით იმუშავებდა, „ალდაგი“ ურჩევნია ყველაფერს. მისი ჩვეულებრივი დღე იწყება ინტერნეტში შესვლით და ალდაგის facebook გვერდის შემოწმებით შემდეგ ნახულობს მედიაში სადაზღვევო სფეროზე რაიმე ხომ არ გაჟღერებულა, ასევე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობს ჟურნალისტებთან და თანამშრომლებთან სხვადასხვა საკითხებზე. მობილური ტელეფონებიდან ირჩევს Blackberry bold-ს, ოპერატორებიდან-ჯეოსელს, არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი და ყველაზე წარმატებულად საქართველოში სწორედ ამ ორ კომპანიას მიიჩნევს. ჰყავს ავტომობილი მიცუბიში პაჯერო, პროდუქტს ყიდულობს გუდვილში, რადგან მოსწონს მათი მომსახურება და პროდუქცია. სატელევიზიო არხებდან უპირატესობას რუსთავი-2ს ანიჭებს, გადაცემებიდან-საინფორმაციოს. განტვირთვის მიზნით ყველაზე ხშირად სტუმრობს მარჯანიშვილის თეატრს, იტალიური რესტორან „ლოკალინოს“ და გასართობად კაფე „ბარნოვას“. საყვარელი გამონათქვამი აქვს „ცხოვრება მშვენიერია“.
თავისი გამოცდილებიდან ყველაზე წარმატებულად პროექტს „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ მიიჩნევს, რომელიც მიზნად ისახავდა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ერთი ლამაზი დღის მოწყობას.
-ვფიქრობ ამ პროექტით ბევრ ბავშვს გავუთბეთ გულები, ავუხდინეთ ოცნებები. მათი სახით მე პირადად კარგი მეგობრები შევიძინე.
ასევე გამოყოფს შიდა კორპორატიულ ღონისძიებებს, რომელიც ყოველთის დასამახსოვრებელი და სახალისო გამოდის ხოლმე.
ახალგაზრდებს ურჩევს უყვარდეთ ის საქმე რომელსაც ემსახურებიან.