23
Jun
2012

ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია VS Nestlé

23 Jun 2012



Nestlé -მ პატარა მარკეტინგული შეცდომა დაუშვა, რომელიც კომპანიას აქციების ფასასის დაცემად და დათმობაზე წასვლად დაუჯდა.

ახალი პროდუქტის გამოშვებისას Nestlé-ში ფიქრობდნენ, რომ ახალი ტკბილეული ”Nestlé Crunch” კომპანიის იმიჯს გამოასწორებდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ეს კომპანიის შიგნით წარმოედგინათ..

Nestlé Crunch-ი ტკბილეულია, რომელიც განკუთვნილია სკაუტებისთვის. სულ სამი სახეობით გამოდიოდა ეს შოკოლადი. ახალი პროდუქტის  შეფუთვაზე სკაუტების ლოგო იყო დატანილი. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციამ ტკბილეულობის თაროებზე გამოჩენის შემდეგ რამოდენიმე დღეში საპროტესტო აქცია გამართა. მიზეზი გახლდათ ბავშვთა სიმსუქნე, რომლის პროპაგანდასაც აქციის ორგანიზატორების აზრით Nestlé ხელს უწყობდა.

ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის წევრი მარგო უოტონი:

–     ნესტლემ თავისი პროდუქტი შეფუთა სკაუტების ფერებში და ტკბილეულსაც დაარქვა ”სკაუტებისთვის”, ბავშვები სკაუტებით აღფრთოვანებულები არიან და მიზეზგარეშე ტკბილეულის შეძენას მოითხოვენ.

ნესტლემ არ დააყოვნა და პასუხიც მალე გამოჩნდა:

” სკაუტების ლოგო ტკბილეულზე არაფრით არ განსხვავდება თუნდაც  იმ ტკბილეულობისგან, რომელზეც დისნეის მულტფილმის გმირებია გამოსახული. ნესტლე სიმსუქნის პროპაგანდას არ აწარმოებს და შესაბამისად საპროტესტო აქციები ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დიდი შეცდომაა”.

ამ განცხადების მიუხედავად ნესტლე მაინც წავიდა დათმობაზე და უარი თქვა 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე  პროდუქტის ტარგეტირებაზე.

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.