in ,

ბრედ პიტი,პირველი მამაკაცი “შანელი #5”-ის რეკლამაში

“ რა არის მისტიური?”,

BOG
BOG

“მიდიხარ სადმე, სად? ”

ამ შეკითხვებს საერთო პასუხი აქვთ:

შანელი #5 “

91 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, ყველაზე ქალურსა და სიმბოლურ სურნელს, შანელი #5 “-ს მამაკაცი წარადგენს. ეს არც მეტი, არც ნაკლები ბრედ პიტია.

ბრედ პიტის მონაწილეობით შანელის ახალი კამპანია უკვე დაიწყო, ცნობილი ჯერ ბევრი არაფერია. მხოლოდ ბრედის ვიზუალი და რამდენიმე მისტიური შეკითხვა. პასუხი ამ შეკითხვებზე ერთია : “შანელი #5”. ასეთი კამპანია, დიდ ინტერესს იწვევს, როგორ მოირგებს მსახიობი შანელის კონცეფციას.
სხვადასხვა ლამაზმანების შემდეგ, ბრედ პიტის მიერ ამ სუნამოს წარმოდგენა დიდი ინტრიგა აღმოჩნდა. გაჩნდა კითხვა : რატომ მამაკაცი ქალის სურნელის წარსადგენად?
“თუ გინდა ლეგენდა მუდმივად ახალი იყოს, მისი თვალსაზრისი სულ უნდა შეიცვალოს. ჩვენ პირველად გავაკეთეთ, როდესაც მამაკაცი ქალის სურნელზე საუბრობს. ვთვლით, რომ სუნამო არის ცდუნება მამაკაცსა და ქალს შორის. ეს სუნამო ჩვენი წამყავნი სურნელია და გვინდა ასეთივე დარჩეს” ამბობს “შანელის სურნელება და სილამაზის” პრეზიდენტი ანდრეა დავაკი.

მარკეტერმა ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ ეს ვიდეო, რომლითვისაც ჩვენმა მკითხველმა ძალიან დაბალი შეფასებები გაიმეტა, მაღალი შეფასება ვიდეოში მხოლოდ მსახიობმა მიიღო და ეს ბუნებრივიცაა. (იხილეთ სტატია http://marketer.ge/?p=2104)

ეს კი ვიდეო რეკლამა

ცისარტყელის ფერები

ფერების ფერადი ფსიქოლოგია

ფრთხილად! მანეკენები გიყურებენ