in

გაამწვანე შენი ოფისი, გავამწვანოთ ბიზნესი!

არსებობს მთელი რიგი მიზეზებსა თუ რატომ უნდა გახადოთ თქვენი ბიზნესი მწვანე; ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა (ისევე როგორც ზოგადად ნებისმიერი ადამიანის) ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ზემოქმედებაა – კლიმატის ცვლილება. მეცნიერების მტკიცებით ადამიანის მიერ გამომუშავებული ნარჩენების რაოდენობა მკვეთრად აღემატება ამ უკანასკნელის შთანთქმის და ასიმილაციის უნარს ეკოსისტემების მიერ. თუ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობით არ მოეკიდება აღნიშნულ საკითხს, შესაძლოა შედეგი იყოს მძიმე და შეუქცევადი.

ამასთანავე, უკვე არაერთგზით დადასტურდა, რომ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება არა მარტო კომპანიის პროდუქციის ხარისხითა თუ ფასით, არამდედ ორგანიზაციის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით.

კორპორატიული სოციალური პასუხისმებლობა გულისხმობს კომპანიის საქმიანობის ზეგავლენას სამყაროზე, კერძოდ: როგორ ზემოქმედებს ის გარემოზე, უქმნის თუ არა თანამშრომლებს საჭირო პირობებს მუშაობისათვის და შემდგომი განვითარებისთვის, ახდენს თუ არა ინვესტირებას თემში და რამდენად სცემს პატივს ადამიანთა უფლებებს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კი განსაზღვრავს კონკრეტული ორგანიზაციის ზეგავლენას საზოგაროებაზე.

ბიზნეს სექტორის ჩართულობა კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაში სარგებელის მომტანია ყველა მონაწილე მხარისათის. მსგავსი მოქმედებით შეგიძლიათ დაუმტკიცოთ თქვენს მომხმარებელს, რომ არ ხართ ორიენტირებული მხოლოდ მოგებაზე, განაღვლებთ გარემო და ხართ ერთგული ეთიკური ქცევის მიმართ.

გარდა ამისა, რესურსების ეფექტურად და მიზნობრივად გამოყენება დაგეხმარებათ დაზოგოთ ფული და გაზარდოთ ლოიალურობა და პატივისცემა თქვენი კომპანიისადმი.

მარკეტერი გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინება გაგიადვილებთ გარემოზე ზემოქმედების შედეგების მართვას და მწვანე ოფის-გარემოს ჩამოყალიბებას.

მაშ ასე, დავიწყოთ:

შეამცირეთ გამოყენებული ქაღალდის რაოდენობა

• განახორციელეთ დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადაყვანა; გადაიყვანეთ საბუთები ელექტრონულ ფორმატში.
• მოერიდეთ საბუთების ფოსტით გაგზავნას, მის ნაცვლად მოახდინეთ მათი ცირკულირება და ადრესატამდე მიტანა ელექტროლული ფოსტით.
• იქონიეთ ხელმოწერის ელექტრონული ვერსია, რომელსაც საჭიროების შემთხვევასში ადვილად განათავსებთ სხვადასხვა დოკუმენტზე (მსგავს შემთხვევაში რეკომენდირებულია დოკუმენტის PDF ფორმატში გადაყვანა).
• საბეჭდათ გამოიყენეთ გადამუშავებული ქაღალდი
• თუ ამობეჭვდა გარდაუალია გამოიყენეთ ფურცლის ორივე გვერდი
• დოკუმენტში შესწორება შეიტანეთ ეკრანზევე, ამობეჭდილ დოკუმენტზე კალმით შესწორების ნაცვლად.
• დოკუმენტების თანამშრომელთა შორის დისტრიბუციისათვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Docs ან Dropbox.
 

დაზოგეთ ელექტრო-ენერგია და წყალი

• ჩააქრეთ შუქები, როდესაც ოთახი ცარიელია (რა თქმა უნდა თუ ამის საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოების წესები)
• გამორთეთ კომპიუტერები და სხვა ელექტრო ხელსაწყოები, როდესაც მათ არ იყენებთ (ნუ დატოვებთ მათ “ძილის” ფაზაში)
• გამოიყენეთ “ეკონომიური”ნათურები
• დააყენეთ ავტომატური ონკანები, რაც ონკანის შემთხვევით ღიად დარჩენის და დატბორვის შანსსაც გამორიხავს
 

 შეაგროვეთ ნარჩენი მასალები

• ნუ გადაყრით სანაგვეზე ნივთებს, რომლთა აღდგენა, გადამუშავება და ხელახლა გამოყენება შეიძლება
 
შეამცირეთ სატრანსპორტო გადაადგილება
 
• გამოიყენეთ ვიდეო ან სატელეფონო კონფერენციები პირისპირ შეხვედრების ნაცვლად (სადაც ეს მიზანშეწონილი და შესაძლებელია)
• ხელმისაწვდომი ხახადეთ თქვენი მომხმარებლებისთვის თქვენამდე მოსასვლელი სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა
• წაახალისეთ ის მომსახურე პერსონალი, რომლებიც სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით დადიან.
• გამოუყავით ველოსიპედის მომხმარებელთ სპეციალური ადგილი მისი უსაფრთხოდ განთავსებისათვის.

 

მარკეტერი იმედოვნებს, რომ საქართველოში მოღვაწე ყველა კომპანია შეეცდება დანერგოს მწვანე ბიზნესის პრაქტიკა და ყველა ზომას მიიღებენ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.

გაგვიზიარეთ თქვენ ახორციელებთ თუ არა მწვანე პრაქტიკას თქვენს კომპანიაში და რა ხერხებით?

ავტორი: მაკა ყუფარაძე

თინათინ ჭუჭულაშვილი – რონიკო

პრაქტიკული რჩევები დამწყებ მეწარმეებსა და ბიზნესით დაინტერესებულ სტუდენტებს