in ,

გოგი, Keep calm and carry on!

რამოდენიმე დღის წინ მარკეტერზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც გუდვილის მარკეტინგულ შეცდომაზე წერდა ბევრი მითქმა მოთქმა მოყვა, ნაწილი გვეთანხმებოდა, ნაწილი გვაკრიტიკებდა ზოგი კი უბრალოდ მომხმარებლის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს. მომხმარებლის ნაწილს მართალია მოსწონს ქსელში ფასდაკლება, თუმცა ბიზნესის მხრივ ეს ძალიან გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, მითუმეტეს ამ “ქცევის” პიარით გუდვილმა საკუთარი ხელით ეჭვქვეშ დააყენა ის რასაც აქამდე აშენებდა. (ხარისხიანი და კარგი სერვისი “ძვირია”)

დღესდღეობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ მარკეტერი არ ცდებოდა და გუდვილი ნამდვილად “სხვის თამაშში” ჩაერთო. ამაში გუდვილის დამფუძნებლის ინტერვიუმ, რომელიც კომერსანტზე გამოქვეყნდა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

შევარნაძე კარფურს კანონდარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კარფური ზოგიერთ პროდუქტს დემპინგური ფასებით ყიდის, ამ საკითხს სავარაუდოდ შესაბამისი ორგანოები მიხედავენ, დღეს თქვენი ყურადღება გვსურს მის განცხადებაზე გადავიტანოთ:

“კარფური დაბნეულ ჩიტს ჰგავს, რომელიც შეცდომითაა საქართველოში შემოფრენილი. ვფიქრობ  ძალიან გაუჭირდება ჩვენთან კონკურეცია, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, რაც კარფურს არ გააჩნია და ვერც ექნება,“(წყარო: commersant.ge)

ეს განცხადება შესაძლებელია ძალიან “ვაჟკაცურად” ჟღერდეს და გარკვეულწილად მოტივაციას უმაღლებდეს გუდვილში დასაქმებულ ადამიანებს, თუმცა საერთო სურათს თუ შევხედავთ გამოდის რომ გუდვილი ასეთ “ჩიტს” ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და რეალურად ეშინია ამ “ჩიტის”.

სტატიაში გარკვეულწილად იკვეთება ბრენდი “გუდვილის” კომპლექსი, კერძოდ:

,,მე მქონდა უერთიერთობა „ოშანის“ წარმომადგენლებთან და სიმართლე გითხრათ  ისინი ჩვენ ფრანჩაიზსს გვთავაზობდნენეს იმას გულისხმობს, რომ არ იქნებოდა გუდვილი და იქნებოდა ოშანი, მაგრამ ქართველმა მომხმარებელმა არ იცის რა არის ოშანი და რა არის კარფური. მისთვის უფრო ნაცნობია გუდვილი, რადგან უკვე დიდია ხანია ქართულ ბაზარზე ვართ და ჩვენს სერვისსა და ხარისხსაც კარგად იცნობენ,“” (წყარო: commersant.ge)

ამ განცხადებით სავარაუდოდ რესპოდენტს სურდა ეთქვა , რომ გუდვილსაც შეეძლო ყოფილიყო “უცხოური/საერთაშორისო ბრენდი”, მაგრამ მან ეროვნულობა შეინარჩუნა, რაც რეალურად რომ შევაფასოთ სწორიცაა და ახლა სწორედ ეს ეროვნულობა უნდა გახდეს გუდვილის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საწინდარი.

ზოგადად გუდვილის დამფუძნებლის ვარაუდები სავსებით ლოგიკურია და ეს მას არც უნდა უკვირდეს, კარფური საქართველოში ქველმოქმედებისთვის არ შემოსულა, მათ ნახეს აქ განვითარებული ბაზარი (რომელიც სწორედ გუდვილმა შექმნა) ამჟამად კი მუშაობენ იმაზე, რომ ბაზრის გარკვეული % აითვისონ.

რაც შეეხება ძირითად პრობლემები და რეკომენდაციები რაც ზოგადად ამ ქეისიდან გამოიკვეთა:

1) Goodwill-ში PR დეპარტამენტის როლი სუსტია, მსგავს განცხადებებს უფრო “რბილ” ფორმებში სწორედ პიარი უნდა ავრცელებდეს და არა გოგი შევარდნაძე. (როდესაც შევარდნაძე ეხმაურება კარფურს, შემდეგ მისგან იმის მტკიცება, რომ არ ეშინია და არ აქცევს ყურადღებას ძნელი დასაჯერებელია)

2) Goodwill-ი ზედმეტადაა დამოკიდებული კომპანიის შიგნით მოგროვებულ ინფორმაციაზე, (ან ერთ ადამიანზე) ნორმალური საკონსულტაციო (მარკეტინგული/ მენეჯმენტური) კომპანია დაეხმარებოდა მათ საკუთარი თავის უკეთ აღქმაში, რეალურად “საპანიკოდ” გუდვილში საქმე არაა, გუდვილს ძირითადი მომხმარებელი არც ფასის და არც  მისი “უცხოურობის” გამო არ ირჩევდა, შესაბამისად სჯობს შეინარჩუნოთ ძალიან კარგი სერვისი, ხარისხიანი პროდუქტი და “ერვონული” ბიზნესი.

3) და ბოლოს გოგი Keep calm and carry on,  შენ რევოლუციონერი ხარ ქართულ ბიზნეს ისტორიაში, სწორედ შენ შექმენი ქვეყანაში პირველი ჰიპერმარკეტი, შენ ასწავლე ხალხს, რომ შეიძლება ავტომობილით წახვიდე შორს და ივაჭრო ურიკით, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, განვითარდა ბაზარი, გაიზარდა კონკურენცია, საჭიროა გუნდური გადაწყვეტლებები და უფრო გააზრებული ნაბიჯები. (სამწუხაროდ გუდვილის ქმედებებს ნაკლებად ეტყობა, რომ ის გუნდის მოფიქრებულია)

 

თქვენ რას ფიქრობთ მკითხველო

რაში გვეთანხმებით ? რაში არ გვეთანხმებით?  რას დაამატებდით?

ბრენდების ბრძოლა (ნაწილი 2)

ანა კოშაძე Unicard-ის პიარ მენეჯერი