25
Jul
2012

”გურიელი” მსოფლიოს საუკეთესოთა შორის!

25 Jul 2012



ქართული ჩაის ბრენდმა “გურიელმა” საკუთარი დიზაინით, მთელი მსოფლიოს ყურადღება და აღფრთოვანება დაიმსახურა .

გურიელი 2010 წელს გამოჩნდა და მისი მფლობელია Geoplant Ltd. დიზაინი რომლითაც გურიელმა სახელი გაითქვა სარეკლამო კომპანია Ogilvy Group ეკუთვნის.

ქართული ჩაის მიმართ დიდი ხანია დაინტერესება არსებობს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა როდესაც  პროდუქტზე მეტად  ყურადრება დიზაინს მიაქციეს. გურიელიმა მოიპოვა ადგილი ყოველწლიურ ჟურნალ ”The Big Book of Packaging” -ში, სადაც მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესო დიზაინის და შეფუთვის შესახებ წერენ. მანამდე, გურიელმა ოქროს მედალი აიღო ფესტივალ ”იდეაზე” და კიევის საერთაშორისო ფესტივალზე ბრინჯაოს მფლობელი გახდა. სომხეთის სარეკლამო ასოციაციამ მას სპეციალური პრიზი გადასცა ”ქვეყნის სარეკლამო კოლორიტი”.

მრავალგზის პრიზიორმა გურიელმა ახალი, ხილის ჩაის წარმოება დაიწყო. რომლის სარეკლამო ბანერი არანაკლებ პუპულარობით სარგებლობს.

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.