2
Dec
2011

ეს ყველა ჟურნალისტმა უნდა ნახოს

2 Dec 2011

 

Facebook-მა ცოტა ხნის წინ ახალი ფუნქცია დაამატა, ახალი ფუნქცია Subscribe (გამოწერა)ყველა ჟურნალისტისათვის და ცნობადი ადამიანისათვის საინტერესოა და იგი ნებისმიერ Facebook-ის მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას გააცნოს ინფორმაცია “ცხლად” და სწრაფად  

ალბათ იკითხავთ თუ რა საჭიროა Subscribe ?

1)    თქვენს “საჯაროდ” (Public) გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოიწერს/ნახავს ყველა დაიტნერესებული ადამიანი, ხოლო ჟურნალისტის(თქვენი) პირადი სიახლეები ფოტოები და ა.შ რჩება პირადი (მეგობრების წრეში)

2)    თქვენ არ მოგიწევთ ყველა ადამიანის მეგობრში დამატება, ღილაკი “Subscribe” ის მეშვეობით ადამიანი თავად გამოიწერს თქვენს “საჯარო” სიახლეებს, გარდა ამისა მათ შეუძლიათ აკონტროლონ თქვენი სიახლეების ხილვადობა მაგ” შეუძლიათ თქვენი ყველა სიახლე გამოიწერონ ან მხოლოდ პოპულარულები.

3)    თქვენ სტატიებს, სიუჟეტებს და უბრალოდ ახალ ექსკლუზიურ ამბებს გაავრცელებთ ყველაზე სწრაფად და იქ სადაც დღეს დღეობით ყველაზე მეტი ადამიანია.

4)    თქვენი სიახლეები სცილდება საზღვრებს, მაგ. თუ თქვენ რეგიონალურ ჟურნალში მუშაობთ და იგი მხოლოდ ბორჯომში, ქუთაისში ან თბილისში ვრცელდება ამ ფუნქციით თქვენ სიახლეს იხილავს ყველა თქვენი “გამომწერი” ადამიანი მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფება იგი.

5)    მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები BBC, CNN, New York Times, NBC, Reuters და ა.შ უკვე იყენებენ ამ ფუნქციას და მათ ათიათასობით გამომწერი ყავთ. (უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოშიც აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც ეს ფუნქცია მალევე გამოიყენეს)

6)    საჯაროდ დაწერილი “სტატუსები” სიახლეები და ა.შ ჩანს სხვადასხვა საძიებო სისტემაში და ინფორმაციაც გაცილებით ხელმისაწვდომია.

როგორ გავააქტიუროთ ?

1)    შედიხართ ბმულზე

http://www.facebook.com/about/subscribe

2)    აჭერთ მწვანე ჭილაკს Allow Subscribers (ნება დართეთ ყველას მიიღონ თქვენი საჯარო განახლებები )

ასევე მიუთითეთ რა უფლებები გინდათ მათ მისცეთ უცხო ადამიანებს, მაგალითად თუ გსურთ,რომ ვერ აკომენტარებდნენ და ა.შ (იხ სურათი)

ყველაფერი მზადაა ამ ფუნქციის გაუქმებაც ასევე მარტივად ხდება, მაგრამ მანამდე გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება რაში იყენებთ Subscribe ღილაკს და გვითხარით ქართველი ჟურნალისტებისა  და ცნობადი სახეების მისამართები, ვინც ამ ფუნქციას იყენებს

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.