in ,

ვინ შექმნა myvideo.ge და როგორია მათი სამომავლო გეგმები

Myvideo.ge ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი ვიდეო პორტალია და საკმაოდ ღირსეულ კონკურენციასაც უწევს youtube.com-ს, რა თქმა უნდა, საქართველოს ფარგლებში. საიტის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე მარკეტერი Myvideo.ge-ს PR მენეჯერს მამუკა მონავარდისაშვილს გაესაუბრა.

პირველ რიგში მოგესალმებით, რომელ წელს შეიქმნა და რატომ გადაწყვიტეთ ამ საიტის შექმნა?
შეიქმნა 5 წლის წინ, გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ რომ ზუსტად ეგ პერიოდი იყო საქართველოში, როცა ინტერნეტში ვიდეოების ყურება ძალიან პოპულარული ხდებოდა, მეორე იმიტომ რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის ვიდეო რესურსი არ არსებობდა, ერთი იყო youtube-ი და მასაც საქართველოში არც ისე ბევრი იყენებდა, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ რომ ასეთი ტიპის საიტს ბევრი მომხმარებელი ეყოლებოდა და ხალხისთვის საიტერესო იქნებოდა.

რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საიტის შექმნაში? ამჟამად რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი სამუშაო ჯგუფი?
თავიდან შედარებით პატარა კომპანია იყო, ჩვენ მხოლოდ ვიდეოს განხრა არ გვაქვს უამრავ პროექტს ვახორციელებთ, აქედან გამომდირე თვითონ საიტს 3-4 ადამიანი აკეთებდა თავიდან, მაგრამ ახლა უშუაალოდ იმ ადამიანების რიცხვი ვინც საიტს ემსახურება გაცილებით გაიზარდა.

რა არის Myvideo.ge-ს მთავარი შემოსავალი?
სარეკლამო შემოსავალი

რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი დღეს საქართველოში?
იცით რაშია საქმე, საქართველოში ჯერ იმდენად არ არის განვითარებული ინტერნეტ მარკეტინგის სფერო, ისეთი დიდი ვიდეო რესუსრსის შენახვა რაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძვირი ჯდება, ამასთან შედარებით ეს ბიზნესი დიდად მომგებიანი ნამდვილად არ არის, თუმცა ის ფაქტორი რომ Myvideo.ge-მ ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა საქართველოში ძალიან გვეხმარება რომ უამრავი მომგებიანი პროექტი განვახორიციელოთ.

დღეში საშუალოდ რამდენ საათს უთმობს საიტის ადმინისტრაცია მას?
საიტზე მუშაობს რამდენიმე სისტემური ადმინისტრატორი, ჩვეულებრივი ყოველდღიური სამუშაოა, დღეში ერთ საათს ვუთმობთ ან ორ საათს ესეთი ცნება არ არსებობს.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს ფარგლებში, Myvideo.ge უწევს თუ არა კონკურენციას youtube.com-ს?
რა თქმა უნდა კი, ადგილობრივ ბაზარზე youtube-ს საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ჰყავს Myvideo.ge-ს სახით.

ვის მიიჩნევთ თქვენს კონკურენტად ქართული საიტებიდან?
ქართული საიტებიდან დიდი ვიდეო რესურსი პრინციპში სერიოზულად არავის აქვს, თუმცა სხვა მხრიდან თუ შევხედავთ ნებისმიერი რეიტინგული საიტი ჩვენი არაპირდაპირი კონკურენტია.

რა არის Myvideo.ge-ს უპირატესობა?
ტექნოლოგიურად საიტი უნიკალურია, დევს უამრავი ვიდეო რომელიც ორიგინალია და რომლების ანალოგიაც არ არსებობს, გარდა ამისა იმის გამო რომ საიტი ამდენი წელია არსებობს, უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა და მესამე უპირატესობა არის ის რომ, საიტი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული,ეს პროცესი არ წყდება, პერმანენტულად ხდება ახალი სერვისების დამატება ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ ტენდენციებს.

სამომავლო გეგმები როგორია? რა ახალი პროექტები იგეგმება?
სექტემბრიდან ირთვება რამდენიმე ახალი სერვისი, Myvideo.ge უკვე შეგიძიათ იხილოთ iphone-სა და ipad-ის საშუალებით. არის აპლიკაცები რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ ტელევიზიებს Myvideo-ს საშუალებით. ძირითადი მიმართულება სწორედ ესაა რომ ყველა ეკრანზე თავსებადი იყოს ჩვენი საიტი, ტელევიზორების ჩათვლით. ე.წ. smart TV-ს ტექნოლოგიითაც კი შეგიძლიათ საიტით სარგებლობა. ვფიქრობთ იმასაც, რომ მომავალში რეგიონალურ მაშტაბებზე გავიდეთ და მთელი კავკასია მოვიცვათ.

მადლობთ, წარმატებებს გისურვებთ.
მადლობა თქვენ.

 

მოამზადა, ანა ტყებუჩავამ.

ბარამბო-“გაყევი სიყვარულს”

დევიდ ოგილვი – ცნობილი გამონათქვამები