რას ურჩევდით თვენი პროფესიის დამწყებ ადამიანებს?
“პირველ რიგში სწავლას, სწავლა არასოდეს არ არის გვიან. მერე მონდომებას და იმ საქმის სიყვარულს რაც უნდა დაიწყონ“
მარკეტერი „ახალი ნათების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს თათა მორჩილაძეს ესტუმრა, რომელიც თავად გასაუბრებით მოხვდა ამ კომპანიაში. მისი პირველი სამსახური, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროექტი იყო, რომელსაც რამდენიმე სტუდენტი ესაჭიროებოდა ეროვნული და რელიგიური უმიცირსობების კვლევისთვის. პროექტი 4 თვე გაგრძელდა რის შედეგადაც გამოუშვეს წიგნი რომლის თანავტორი თათაცაა.
– იმ დროინდელი ხელფასი?
-დღეში 15 ლარი…
მაგრამ ძალიან ბედნიერია რომ ამ პროექტში მოხვდა :“დიდი გამოცდილება მივიღე“
არ აქვს საყვარელი სატელევიზიო არხი და გადაცემა, ალბათ იმიტომ რომ ის დღეში მინიმუმ 9 საათს მუშაობს ისიც იმ შემთვევაში, თუ რაიმე სპეციალური პროექტი არ არის. ეს გასაკვირი არაა იმ ადამიანისგან ვისთვისაც წარმატების რეცეპტი შედგება ინგრედიენტებისაგან : სურვილი,სწრაფვა, მონდომება და დაუღალავი მუშაობა მიზნის მისაღწევად.
მობილური ოპერატორებიდან ირჩევს მაგთის, ყავს ავტომობილი ფოლცვაგენ გოლფ 5, რაც შეეხება ბანკებს, ის პროკრედიტ ბანკის ერთგული კლიენტია.
პროდუქტს გუდვილში ყიდულობს: „გუდვილი კომფორტულია, ხარისხიანი და შვილიანი დედებისთვის საუკეთესო ადგილი“, შესაბამსად ადგილი, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობს ქავთარაძის გუდვილია და კინო რუსთაველი…
ქართული სარეკლამო კლიპებიდან ყველაზე მეტად მოსწონს Playadjara “სახალისოა და არ მბეზრდება”
თვლის რომ საქართელოში ბევრი წარმატებული კომპანიაა,თავად სიამოვნებით იმუშავებდა საერთაშორისო კომპანიაში, ხოლო მისთვის ყველაზე წარმატებული პროექტები , რითიც ამაყობს ისინია, რომლებიც საქველომოქმედო ხასიათსაა ან აქციები, რომლებიც „მწვანე“ მიზნებს ემსახურება.