in

„თან საქმე“-დავით გელაშვილი

„თან საქმე“- კომპანია ბორჯომის მარკეტინგის განყოფილების უფორისის დავით გელაშვილის საყვარელი გამონათქვამია.

ჩვენმა რესპოდენტმა ESM დაამთავრა, მისი პირველი სამსახური ევრაზიის ფონდი იყო, სადაც ის პროექტის მენეჯერის ასისტენტად მუშაობდა, პირველ ხელფასს 300ლარის ექვივალენტი შეადგენდა, ახლანდელ სამსახურამდე მან ასევე იმუშავა „არტი ჯგუფში“ ლოგისტიკის მენეჯერად და „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში“ მარკეტინგის მენეჯერად, კომპანია ბორჯომში ის რამდენიმე გასაუბრებით მოხვდა და დღესდღეობით ყოველდღიურად 10 საათს ატარებს აქ. თავისი განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე წარმატებულად  ბორჯომის ახალი ბოთლის გამოშვებას მიიჩნევს. არაწარმატებული პროექტები არ ახსენდება „ვინაიდან დიდი ყურადღებით ვუდგებით ყველა პროექტს.“

სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე სტანდარტული სამუშაო დღე არ აქვს, იმის გამო რომ მათი კომპანია საქათველოში 4 ბრენდით არის წარდგენილი და სარეკლამო აქტივობები მრავალ ქვეყანაში აქვთ ყოვედღიურად ხდება კომპანიაში მათი განხილვა, დაგეგმვა და მონიტორინგი ქვეყნების მიხედვით, არის ხოლმე ასევე სეზონისთვის დატვირთული პერიოდები, საახალწლოდ ხშირი მივლინებებია საჭირო, ყოველი მისი დღე სხვადასხვა ბრენდს, ქვეყანას და პროექტს ეთმობა.

ბორჯომის გარდა საქართველოში ყველაზე წარმატებულად კომპანიად „თიბისი“ ბანკი მიაჩნია და თავადაც მისი მომხმარებელია. მობილური ოპერატორებიდან ირჩევს მაგთის, ფლობს Blackberry-მობილურ ტელეფონს. გამორჩეული სატელევიზიო არხი და გადაცემა არ აქვს, მაგრამ რეკლამდებიდან დაამახსოვრდა ჯეოსელის ძველი რგოლები, რომლებიც ძალიან მოწონს. ჰყავს HONDA CR-V. პროდუქტის საყიდლად მრავაფეროვნების გამო დადის კარფურში და გუდვილში. ამოჩემებული საყვარელი ადგილი არ აქვს, სადაც გართობის და განტვირთვის მიზნით წავა ხოლმე. ბრენდებიდან უპირატესობას „კოკა-კოკალას“ ანიჭებს, საქართველოს ბაზარზე ისურვებდა, რომ კიდევ ბევრი ახალი ბრენდი შემოვიდეს, რათა კონკურენცია გაიზარდოს.

მისეული წარმატების ფორმულა ასეთია იღბალი, შრომა და განათლება.

სამომავლოდ ახალგაზრდებს ურჩევს „პირველ რიგში ისწავლეთ და სწავლის პროცესშივე დააკვირდით თქვენს გარშემო არსებული ბრენდების აქტივობებსა და სხვადასხვა მოვლენებს. შეეცადეთ ახლად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას და შესაბამისი დასკვნების გამოტანას”

 

 

“შენ თუ იცი სიყვარული რა ხილია?” – კულას ახალი პროდუქტი

digital marketing in georgia sensacia

“სენსაციური აღმოჩენა თბილისის მახლობლად” – ლიკანის ახალი რეკლამა