19
Nov
2012

თინათინ ჭუჭულაშვილი – რონიკო

19 Nov 2012

   „გამოიყენე ყოველი წამი“

თინათინ ჭუჭულაშვილი კომპანია „რონიკოს“ პიარ მენეჯერია, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, მუშაობს დღეში საშუალოდ 9-10საათს და ცდილობს, რომ არცერთი წამი არ დაკარგოს უქმად. თავისი კარიერა ამავე კომპანიაში მინიმალური ხელფასით- 200ლარით დაიწყო.. თვლის რომ წარმატებისთვის აუცილებელია: მიზანდასახულობა, სწორი ორიენტაციის უნარი, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება…

კონკრეტული ადგილი არ დაუსახელებია, სადაც ის კარიერის გაგრძელებას ისურვებდა, გვითხრა, რომ სიამოვნებას ანიჭებს ნაყოფიერი მუშაობა და თავისი წვლილის შეტანა საერთო საქმეში, ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის ინტერესითა და პასუხისმგებლობით ეკიდება ნებისმიერ საკითხს..

შეგიძლიათ დაგვისახელოთ ყველაზე წარმატებული კომპანია საქართველოში?

ჩემი მხრიდან  რთულია დავასახელო წარმატებული კომპანია, რადგან ამისთვის გარკვეულ ინფორმაციას უნდა ვფლობდე მათ შესახებ. მაგრამ შემიძლია გამოვყო რამოდენიმე კომპანია რომელიც პიარ აქტივობით ყოველთვის გამოირჩევა.  ეს გახლავთ : ჯეოსელი, თიბისი, ამ ბოლო დროს აქტიურად ვხედავთ  ვითიბი ბანკს, ახალი შეთავაზებებით.

მობილური ოპერატორებიდან ირჩევს ჯეოსელს, სატელევიზიო რეკლამებიდან კი ყველაზე კარგად მაგთის „გადმორეკე“ დაამახსოვრდა, თვლის რომ იმ დროისთვის, როცა ის ეკრანზე გავიდა ყველაზე ეფექტური რეკლამა იყო. ყავს ავტომობილი აუდი A4, ირჩევს „TBC” ბანკს, ტელეარხებიდან თვალს ადევნებს TV9-ს, მაესტროს და მიუზიქბოქსს,  უყურებს ხოლმე საინფორმაციო გადაცემებს, ხანდახან „ცეკვავენ ვარსკვლავებსაც“, მოსწონდა „ნანუკას შოუ“ და აღნიშნავს, რომ მუსიკალური გადაცემებიც სასიამოვნო საყურებელია.. პროდუქტის შეძენისას უპირატესობას „გუდვილსა“ და „სმარტს“ ანიჭებს, თუმცა სხვა სუპერმარკეტებსაც ასევე ხშირად  სტუმრობს, ფიქრობს რომ დღესდღეობით პროდუქტის შეძენა პრობლემას აღარ წარმოადგენს..

ამოჩემებული ადგილი არ აქვს.. გაგიჭირდებათ მისი ნახვა ღამის კლუბებსა და ხმაურიან „event”-ებზე, რადგან უყვარს მშვიდი და კომფორტული გარემო..

მისი ერთგვარი ლოზუნგია „ცოდნა ფესვებია, რომელზეც ყოველთვის  მყარად იდგებით! „

როდესაც ვკითხეთ რა ცვლილებებს ისურვებდა საქართველოს ბიზნეს სექტორში, გვიპასუხა : „-ალბათ ისევ გადასახადების შემცირება.“ მისი მონაწილეობით განხორციელებულ ყველა პროექტს წარმატებულად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაზე მასშტაბური რონიკოში განხორციელებული „სპეციალური შთავაზება პედაგოგებისთვის“ იყო. „პროექტის ფარგლებში,  მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ერთი წლის მანძილზე, პედაგოგებმა საუკეთესო შეღავათებით ისარგებლეს რონიკოში. მათი სახით უამრავი ახალი მომხმარებელი შევიძინეთ.“

სტატიის დასარულს რჩევის მიცემა ვთხოვეთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კარიერის დაწყება სწორედ პიარის სფეროში აქვთ გადაწყვეტილი :

„ჩემი რჩევა იქნებოდა რაც შეიძლება ბევრი იკითხონ. დასვან კითხვები, დაინტერესდნენ, მოუსმინონ კომპეტენტურ ადამიანებს. პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას და გაანალიზონ საზოგადოების ინტერესები.“

 

 

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.