14
Mar
2012

იასამნისფერი ქუჩები Geocell-ისაგან მარკეტინგული WOW თუ FAIL

14 Mar 2012

შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ ამიტომ გეტყვით, რომ ქალაქ თბილისის ლამპიონები იასამნისფრად ანთია დიახ ანთია და არ ანათებს. იდეა კომპანია ჯეოსელს ეკუთვნის, უცნობია ეს იდეა სად გაჩნდა inhouse თუ outsource,  თუმცა საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელიც ამ მეტად კრეატიული იდეის იმპლემენტაციას ეხება. 

განვიხილოთ ეს ქეისი, ჯეოსელში გადაწყვიტეს,რომ მათი დაბადებისდღე კრეატიული უნდა ყოფილიყო იდეა მშვენიერია და მისი მოსმენის შემდეგ აუცილებლად ნებისმიერი მარკეტერი იტყოდა WOW, თუმცა მარკეტინგი მხოლოდ იდეები არაა ის სხვა დამატებით პროცესებსაც გულისხმობს, ჯეოსელის შემთხვევაში კი მოხდა ის რომ მართლაც WOW იდეა ვერ განხორციელდა სათანადოდ, მსგავსი მასშტაბის პროექტი როგორც წესი ჯერ უნდა გამოიცადოს, უნდა ინახოს გარდა სასურველი ფერისა ეს ნათურა თუ ჩაანაცვლებს ქუჩის ნათურას და ამის შემდეგ მოხდეს “იდეის” აღსრულება. სამწუხაროდ WOW ეფექტის პარალელურად ქალაქი ჩაბნელდა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარია სოციალურ ქსელებში ვინაიდან ქალაქის ქუჩები მართლაც რომ ჩაბნელდა. უცნობია რამდენად მოახერხებს ჯეოსელი კრიზისის მართვას, უცნობია რამდენად გამოასწორებს იგი თავის შეცდომას აწი, მაგრამ მაინც გვსურს ჯეოსელს დაბადებისდღე მივულოცოთ ჩვენი გვერდის სახელით და თქვენ მკითხველს გთხოვოთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი არის WOW თუ Fail ?

 

 



განხილვა

1 Response

  1. ილია says:

    ოოხ რა “პაკაზუხაა” ხალხი.
    დიდი ამბავი თქვენს ქსელს ერთი ნაკლებად განათებული და მეტად ინტიმური ღამე,რომ აჩუქოთ.
    შევარდნაძის დროს საერთოდ არ იყო შუქი და ახლა დიდი ამბავი ერთ დღეს თუ გაუძელით!
    მართლაც მაგარი იდეაა მაგრამ ვარკეთილში არ ანათებს იასამნისფერი 🙂
    აქაც არის ჯეოსელის მომხმარებლები

Leave a Reply

Your email address will not be published.