4
Aug
2012

“აღმოაჩინე შენი დიდება” ნაიკისაგან !

4 Aug 2012



უკვე რამდენი წელია რაც Nike უცვლელად გვკარნახობს “Just Do It” … თითქოს მხოლოდ ფრაზაა, მაგრამ  Nike -ის წარმატებაში ამ სიტყვებს დიდი როლი უკავიათ.

მიუხედავად იმისა რომ ნაიკი არ არის ლონდონის ოლიმპიური თამაშების სპონსორი,  მან მაინც შეძლო სპორტის მოყვარულთა ინტერესი ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანიით მიეპყრო და წარმატებით ჩაბმულიყო მარკეტინგულ თამაშში.

ახალ კამპანიას სახელად ” აღმოაჩინე შენი დიდება” ( “Find Your Greatness” ) დაარქვეს.

კამპანიაში ყველაზე პოპულარული ნატანის ვიდეო აღმოჩნა, როგორც პროდიუსერები ირწმუნებიან, ვიდეოს მხოლოდ ერთი დუბლი ჩაიწერა და ის ყოველგვარი მონტაჟის გარეშე მიეწოდა მაყურებელს. კლიპი ძალიან ამაღელვებელი და ინსპირაციულია, ვიდეომ ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა, მაყურებელმა არამარტო  ვიდეო, არამედ კლიპის მთავარი გმირი – ნათანიც ძალიან შეიყვარა. უმეტესობა მას ნაიკის საუკეთესო სარეკლამო რგოლადაც მიიჩევს.

http://youtu.be/LsXRj89cWa0

არ აქვს მნიშვნელობა რა სპორტით ხარ დაკავებული, არ აქვს მნიშვნელობა გაიმარჯვებ თუ არა, ყოველთვის შეიძლება მოძებნო მიზეზი რითიც სხვებისგან გამორჩეული, სხვაზე უფრო კარგი იქნები.

იქნებ შენი სპორტული მიღწევები ახლოსაა დიდებასთან

[youtube http://www.youtube.com/watch?v=6h3HEYcyNGk]

 

შესაძლოა შენი გამორჩეულობა ისეთივე მარტივ საქმეშია, როგორიც ამ ბიჭის შემთხვევაში.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=vCvt3Z-BzK4]

 

იქნებ სულაც ყველასგან განსხვავებული ჰობბი გაქვს?

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ux6PnAp483Q]

 

რეკლამის კონცეფცია:

კონკრეტული ადამიანი ან ობიექტი სხვა ადამიანთან ან ობიექტთან შედარებით ფლობს მკვეთრად გამოხატული, განსხვავებულ თვისებებს, რომელიც მას სხვებისაგან გამოარჩევს! 

ცოტა ეგოისტურად  ჟღერს, მაგრამ ყველანი ვალდებულნი ვართ ვიპოვნოთ ” ჩვენი დიდების წერტილი.

დაფიქრდით და დაწერეთ, თქვენი რითი გამოირჩევით?

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.