in , ,

„კოკა-კოლის შექმნის ისტორია, სანტას სამოსის დიზაინი და ხელოვნებად ქცეული ქილები“

BOG
BOG

კოკა-კოლის ისტორია 1886 წლიდან ატლანტაში, მოყვარული ქიმიკოსის-ჯონ პემბერტონის სახლის უკანა ეზოში დაიწყო, ჯონი-ყოფილი ამერიკელი კავალერისტი, იმ პერიოდში უსამსახუროდ დარჩენილი, იძულებული გახდა თავის სარჩენად რაიმე მოეფიქრებინა. გამომდინარე იქიდან, რომ  ახალგაზრდობიდან  ქიმიური ცდებით იყო გატაცებული, ატლანტაში პატარა ფარმაცევტული კომპანია გახსნა.

ერთ მშვნერიენ დღეს, 1886 წლის 8 მაისს, ჯონმა ახალი სიროფი მოხარშა, ცნობილია, რომ მას თავის ტკივილები, კერძოდ შაკიკი აწუხებდა და სითხე  განსაკურნად შექმნა. მან ერთმანეთში აურია წითელი ღვინო და ტროპიკულ მცენარე კოლას თესლისგან გამოწურული ზეთი (რომელიც შეიცავდა  კოფეინს და თეობრომიდს), სიროფი საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ჯონმა მას წყალიც დაამატა და საღამოს სარეკლამო ლოზუნგის ფონზე: „არაჩვეულებრივი, მატრონიზირებული, გამაჯანსაღებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული გაღიზიანების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიის განკურნება“ 5ცენტად გაყიდა.

 

მოგვიანებით ჯონმა ღვინო ჩაანაცვლა კოკის ფოთლებით (ამ მცენარისგან იღებენ ნარკოტიკულ საშუალება-კოკაინს, თუმცა მაშინ კოკაინის ნარკოტიკულ თვისებებზე არაფერი იცოდნენ) დაუმატა კიდევ რამდენიმე კომპონენტი, მიღებული ტკბილი და ბლანტი სიროფი პრეპარატად დააპატენტა და გასაყიდად ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს- Jacobs’ Pharmacy-ის მიუტანა.

 

ერთხელაც ფარმაცევტმა შემთხვევით სიროფი წყლის ნაცვლად, გაზიანი წყლით განაზავა, სასმელმა მოწონება დაიმსახურა და „პემბერტონის ტონიკის“ სახელწოდებით გაითქვა სახელი, მისი გაყიდვა მალე მაღაზიებშიც დაიწყეს.

 

ჯონის ფარმაცევტული კომპანიის ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა მას ახალი სახელი „კოკა-კოლა“ მოუფიქრა და ლამაზი კალიგრაფიის გამო წარწერის ლოგოტიპიც შეუქმნა, რომელიც დღემდე პირვანდელ სახეს ინარჩუნებს.

მორფდამოკიდებული პემბერტონი ასევე ამტკიცებდა რომ სასმელი კურნავდა იმპოტენციასა და შველოდა მორფზე დამოკიდებულ ადამიანებს.. ბევრს ეცადა ჯონი, მაგრამ უშედეგოდ! სასმელმა იმ პერიოდში დიდი მოგება ვერ მოიტანა, ამიტომ შემქმნელმა 1888 წელს მისი  გამოშვების უფლება 1750 დოლარად გაყიდა, თავად კი ცხოვრება სიღარიბეში, პოპულარობაზე ამაო ოცნებით დაასრულა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში ჩნდება ღარიბი ირლანდიელი ემიგრანტი ეიზა კენდლერი, რომელსაც ასევე აწუხებდა თავის ტკივილები, კოკა-კოლის გასინჯვის შემდეგ მოიხიბლა სასმელით.. იმ პერიოდში მას მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი ქონდა ჯიბეში, მაგრამ გამართლების დიდი რწმენით  მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა-კოლის რეცეპტი იყიდა. 1893 წლის 31 იანვარს მან ჯორჯიას შტატში ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად  ახალი კომპანია სახელწოდებით- „The Coca-Cola Company” დააფუძნა, საწყისი კაპიტალით-100 ათასი დოლარით და სავაჭრო ნიშანიც ოფიციალურად დაარეგისტრირა.

იმ დროიდან „კოკა-კოლის“, როგორც გამაგრილებელი, სამკურნალო და პროფილაქტიკური სასმელის წარმოება-გაყიდვა დაიწყო.

ეიზი თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა რეკლამას, ის იყენებდა ყველანაირ მეთოდს გაყიდვის გასაუმჯობელებლად-ქონდა ფასდაკლებები,  ინფორმაციას ყოველთვის აბეჭდინებდა პრესას, ატარებდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.. რეკლამა იყო ყველგან:ტრანსპორტზე, მაღაზიების ვიტრინებზე,რესტორნებში და ა.შ…

1894 წლიდან „კოკა-კოლა“ უკვე ბოთლებში ჩამოასხეს.

1898 წელს ატლანტაში გახსნეს სამ სართულიანი ოფისი, შემდეგი 20წლის განვალობაში კი მათმა რიცხვმა ათასს მიაღწია. 1909 წლისთვის სასმელს უკვე მსოფლიოს 90% იცნობდა.

სასმელი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდებოდა, „კოკა-კოლა“ ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო თამაშების სისტემატიურ სპონსორადაც  იქცა:

 

კომპანია მთელი თავისი არსებობის მანძილზე და დღემდე უდიდეს ყურადღებას უთმობდა და უთმობს რეკლამას, მან ისიც კი მოახერხა რომ სანტა კლაუსს სამოსის ფერი შეუცვალა J ალბათ ბევრმა არ იცის რომ ადრე სანტას არ ეცვა წითელი ფერის კოსტუმი. 1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს-ჰადსონ სუნდბლომს დაუკვეთა თეთრი-წითელი ფერის სამოსის დიზაინის შექმნა, მხატვარი ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახეს თავისი ავტოპორტრეტის სახით ხატავს, მისი შექმნილი კოსტუმი კი დღემდე პოპულარული რჩება. „კოკა-კოლა“ ყოველთვის გამოირჩეოდა საახალწლოდ შემოთავაზებული სარეკლამო რგოლებით, ბევრ ადამიანში ახალი წელი პირველ რიგში სწორედ „კოკა-კოლის“ რეკლამასთან ასოცირდება.

მსოფლიო ომის პერიოდში კომპანია სამხედროებისთვის 5 მილიონ ბოთლს აგზავნის, 1960 წელს კი იწყება სასმელების ქილებში ჩამოსხა, რომელიც მანამდე მხოლოდ არმიისათვის გამოიყენებოდა.

სწორედ 60-იან წლებს, „კოკა-კოლას“  და  მის ქილებს უკავშირდება პოპ-არტის ერთ-ერთი დამფუძნების, ამერიკელი მხატვრის, ავანგარდისტი კინოხელოვანის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ენდიუ ვარჰოლას (ენდი ვარჰოლის, რომელიც კარგი ჟღერადობის გამო დაირქვა) პოპულარობა და წარმატება.

1928 წელს პეისტპუგში დაბადებული ენდი ჯურნალის გამფორმებლად, ილუსტრატორად  მუშაობდა “Vogue”, “The new Yorker” და “Harper’s Bazaar”- ისთვის. 1952 წელს გაკეთებულმა გამოფენამ “Hugo gallery”-ში იმხელა პოპულარობა არ მოუტანა მას, რამხელაც 60-იან წლებში დაწყებულმა პროექტმა- რომელიც სუპისა და კოკა-კოლის ქილების ხატვა იყო. რასაკვირველია წარმატებაზე გავლენა, იმ პერიოდში უკვე წარმატებულმა „კოკა-კოლამ“ უფრო მოახდინა, ვიდრე სუპის ქილებმა.  ენდი ამით ამტკიცებდა რომ  ხელოვნება იყო ყველგან, ყოველდღიურად და ყველა ნივთში..

ენდის ესკიზები და ქილების დიზაინი დღემდე ძვირადღირებული და პოპულარულია, თუმცა თავდაპირველად ეს უნიჭიერესი ხელოვანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამერიკის ცხოვრების სტილმა, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლომ-„კოკა-კოლამ“ გახადა.

დღეს „კოკა-კოლა“ თითქმის 200 ქვეყანაში იყიდება და ყოველდღიურად მისი გაყიდვების რიცხვი ერთ მილიარდ ბოთლს აღწევს.

ავტორი: მარიამ ჯანელიძე

 

ფრთხილად! მანეკენები გიყურებენ

მარკეტერი თემა

ქართველი მარკეტერების რჩევები და ქეისები