26
Jun
2012

ლამბორჯინი, ვერ გევიგე?

26 Jun 2012

Elit Electronics
Elit Electronics


უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ მოხშირდა საქართველოში ე.წ სუპერქარების გათამაშება, ცოტა ხნის წინ გალფმა Aston Martin-ი გაათამაშა, რომელიც მალევე აღმოჩნდა Myauto.ge-ზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლოგიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ “გამარჯვებული” მსგავს პრიზში სარგებელს ვერ ხედავს. შესაბამისად გამოდის, რომ როდესაც კომპანია მსგავს ავტომობილს ათამაშებს იმას მაინც უნდა ეცადოს, რომ გარკვეული მატერიალური თუ არამატერიალური “სარგებელი” დარჩეს, მაგ: გალფის შემთხვევაში 10 ქულიდან 7.5 შეიძლება შევაფასოთ მთელი კამპანია + სარგებელი, მანქანა იდეალურად იყო წარმოჩენილი,(სტენდი) მუშაობდა მესიჯი და გაყიდვების პროცესსაც ნამდვილად უწყობდა ხელს. ანუ შედეგი არსებობს.

ამჟამად კი თბილისში ორი ასევე “საოცნებო” მანქანა თამაშდება

კოსტავაზე მდგომი Ferrari, რომლის მფლობელი europa-bet-ია და Lamborghini რომელიც “ლას-ვეგასს” ეკუთვნის. სამწუხაროდ ავტომობილი ზურგით დგას მისი მომავალი მფლობელისაგან, მის დანახვაზე ერთი ლოგიკური შეკითხვა გამიჩნდა:

“ლამბორჯინი, ვერ გევიგე?!”

 

 

 

 

 

 

 

 

დასკვნა: რაღაცის კეთება სწორი საქმისა და სწორად საქმის კეთებას არ ნიშნვს, ამიტომ მარკეტერი ან მენეჯერი, რომელიც წყვეტს, რომ ლამბორჯინი უნდა გაათამაშოს, იმაზეც უნდა ფიქრობდეს თუ სად და როგორ დგამს მანქანას.მოცემულ შემთხვევაში კი ეს ქართული მარკეტინგული Fail-ია.

პს. ლამბორჯინის შემობრუნება შესაძლებელია, შემოაბრუნდეთ ის “ხალხისკენ”

განხილვა

1 Response

Leave a Reply

Your email address will not be published.