in

მაკდონალდსი – თეთრი და შავი ბურგერი

სწრაფი კვების გიგანტმა, მაკდონალდსმა ჩინეთში თეთრი და შავი ბურგერი წარმოადგინა.

ჟურნალ “Beijinger”-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი, ჯოშ ონგი წერს: “… ჩვენ, არ ვიყავით დარწმუნებულიები, ეს ინი და იანის სიმბოლოები იყო, მაიკლ ჯექსონისადმი პატვისცემის გამოხატულება, თუ უბრალოდ ლაბორატორიული შეცდომა, მაგრამ როგორც შემდეგ ჩვენმა კოლეგამ გვაცნობა, თეთრი და შავი ბურგერი ყოფილა ცნობილი ჩინური ფრაზის „ჰეიბაი ლიანგდაო ტონგჩი“ (黑白两道通吃) გადათამაშება. ფრაზა აღწერს ხალხს ვინც კარგად ეწყობა როგორც მთავრობას, (თეთრი ბურგერი) ისე ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას („შავი საზოგადოება“, როგორც მათ ჩინეთში ეძახიან). მათ შეუძლიათ ჭამონ ორივე – თეთრიც და შავიც.” ერთი სიტყვით ჰამბურგერი მათთვისაა ვინც არც მწვადს წვავს და არც შამფურს.

შავი ბურგერის შემადგენლობაა ძროხის ხორცი, დაჭრილი ხახვი, შავი წიწაკის სოუსი, შავი ფუნთუშა – თეთრი მარცვლებით.
თეთრის – ქათმის ხორცი, ტკბილი სოუსი, თეთრი ფუნთუშა – შავი მარცვლებით.

შავი და თეთრი ბურგერები გაიყიდება მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში.

eBay – “When it’s on you’re your mind, it’s on eBay”

კოპირაითერი VS არტ დირექტორი