10
ივლ
2012

მისტიური მარკეტინგი

10 ივლ 2012

არ იფიქროთ რომ კიდევ ერთხელ ვაპირებ ქართულ ცოცხალ – მკვდარი სერვისისთვის მიწის მიყრას და კომპანიებისათვის მისტიური მყიდველის ტიპის მომსახურების აუცილებლობაზე საუბარს.

მისტიური მარკეტინგი ჩემთვის არის  ნივთის ან მომსახურების დამატებითი  მისტიური ფუნქცია რომელიც მომხარებელს სტიმულს აძლევს გადაიხადოს მეტი, მიიღოს მომსახურება კონკრეტულ ადგილას ან დროს.

მოკლედ რომ ვთქვათ, რელიგიური მარკეტინგი.

რელიგიურ მარკეტინგი რელიგიასავით ძველია, ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ზეფირლის ფილმიდან ყველას გვახსოვს ის მომენტი იესო რომ ეკლესიის ეზოდან  მტრედების გამყიდველებს აძევებს.

დღეს რელიგიურმა მარკეტინგმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა მსოფლიოში, საშობაო , სააღდგომო ფასდაკლებები ისეთ ნივთებზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს თვითონ დღესასწაულთან, უბრალოდ მარკეტერები ადამიანების ამაღლებულ განწყობას კარგად იყენებენ საკუთარი  პროდუქციის რეალიზაციისთვის.

რელიგიური მარკეტინგი საქართველოში ეს სულ სხვა თემაა, პური სუპერმარკეტის დახლზე,რომელიც სანთელთან ერთად იყიდება და თითქმის ორჯერ ძვირია ანალოგიური პროდუქტისა.

არაფერს ვამბობ სხვა და სხვა ტიპის ფოტოებზე ( იმედი მაქვს იუმორისტულზე) ფეისბუქზე, რომელის UGG -ების ჩაცმას უკრძალავს მომხმარებელს.

ბერების და დათვის ფოტოები, რომელიც  როგორც გოგა ხაჩიძე-მ ლოგიკურად დაასაბუთა  სხვა არაფერია  ვიდრე ცხოველებთან სასტიკი მობყრობა….

თუმცა ეს მაგალითი რომელიც მე უნდა გაჩვენოთ მგონია, რომ რელიგიას და მისტიკას ცდება და პირადად  ჩემს ფანტაზიასაც.

”ნატალის”  რეკლამა, რომელიც  ლაზერულ ეპილაზიაცე ფასდაკლებას, არც მეტი და არც ნაკლები პეტრე -პავლობის დღესასწაულზე გვთავაზობს.

რა აზრი უნდა გამიჩნდეს მე როგორც მომხმარებელს ლაზურული ეპილაზიის სერვისის შეძენისას ?!

ა. პეტრე -პავლობაზე მოშორებული არასასურველი თმა გვიან ამოდის

ბ. მარტო ამ სალონს აქვს  კურთხევა პეტრე- პავლობაზე თმის მოშორების

გ. პეტრე -პავლობის მარხვისას აუცილებელია თმის მოშორება

ეს ჩემი ვარიანტებია, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ რეკლამის ნახვის შემდეგ ?

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ბაღდავაძე

განხილვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.