in ,

მიშა, ბიძინა და რონი! მარკეტინგი არჩევნების ნაცვლად!

წინასაარჩევნოდ Facebook-რეკლამა ძალიან გადაიტვირთა, რეკლამდება ყველაფერი,რაც გვაინტერესებს ან არ გვაინტერესებს, პოლიტიკური პარტიები ათიათასობით დოლარს ხარჯავენ წინარაარჩევნოდ ინტერნეტში, თუმცა მათ რეკლამებზე და ზოგადად კრეატიულობაზე რთულია საუბარი.

ქართველმა მარკეტერებმა ვერაფერი საინტერესო ვერ შემოგვთავაზეს, ამ პერიოდში განხორციელებულ კამპანიებში საერთოდ არ იგრძნობა, რომ ქვეყანაში არჩევნებია, როდესაც მარკეტერი მის ირგვლივ არსებულ გარემოს “ვერ” აღიქვამს ეს  კარგზე ნამდვილად არ მეტყველებს, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებმაც იციან თუ რას “ეძებს” მომხმარებელი ამ პერიოდში.

Facebook-ის თვალიერებისას წავაწყდით Ronny’s Pizza-ს კრეატიულ რეკლამას, პირველად ფოტო შევნიშნე, ვინაიდან ამ სახეებს ნებსით თუ უნებლიეთ ყოველდღე ვუყურებთ , შემდეგ სლოგანი რომელიც ასევე კარგად ახსოვს ქართულ საზოგადოებას. მოკლედ რეკლამამ იმუშავა, პირველად გამიჩნდა სურვილი “დამელაიქებინა” ვინაიდან ამაზე ვიღაცამ იფიქრა.

 

 

 

 

 

 

თუ გაქვთ ინფორმაცია სხვა კრეატიულ კამპანიაზე გთხოვთ გაგვიზიაროთ, ასევე საინტერესოა თქვენი აზრი ამ რეკლამაზე

საქართველოში პირველ, გლობალურ მარკეტინგულ ღონისძიებაზე Yahoo!, Trip Advisor, Oracle, PepsiCo, Novartis, ისაუბრებენ

როგორ მზადდება ეფექტური ინტერნეტ ბანერი?!