in , ,

ქართველი მცირე მეწარმეების რჩევები მომავალ მეწარმეებს

სტივ ჯობსის სიტყვებს

[pullquote]“აკეთე ის საქმე, რომელიც გიყვარს “[/pullquote]

 

 

 

 

ქართველ მცირე მეწარმეთა დიდი ნაწილი ზედმიწევნით ასრულებს. ტენდენცია ასეთია: ხშირ შემთხვევაში სწორედ იმ ბიზნესს კიდებენ ხელს, რა მიმართულებითაც თავად აქვთ განათლება. მცირე მეწარმეები საშუალოდ 5-10 ადამიანს ასაქმებენ. ბიზნესს მეტწილად კრედიტის ხარჯზე იწყებენ თუმცა თვლიან, რომ საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია. ბიზნესის მართვაში, ხშირად პირველ ნაბიჯებს უკვე მეწარმეობისას დგამენ, ყოველგვარი სპეციალური განათლების გარეშე. მცირე ბიზნესს არ აქვს ფუფუნება გამოყოს დიდი ბიუჯეტი მარკეტინგული აქტივობებისათვის, შესაბამისად ძირითადად კომუნიკაციას სოციალური ქსელების საშუალებით ახორციელებენ, ამბობენ,რომ  პირდაპირი კომუნიკაცია მათ შემთხვევაში საკმაოდ წარმატებით მუშაობს.
საკუთარ გამოცდილებებს და გაკვეთილებს ისინი მარკეტერის მკითხველს გაუზიარებენ

 

ირინა ხაბაზი ქალთა ფიტნეს კლუბი “კონტურის” ხელმძღვანელი : “ბაზარზე ორი წლის წინ გამოვჩნდით. ჯერ მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს და სამომავლოდ ქსელის განვითარებაზე ვფიქრობთ. წარუმატებელი იყო იქ, სადაც დავაკელი მცდელობა რაღაც ბოლომდე მიმეყვენა. რაც წინასწარ კარგად არ გავთვალე. წარმატებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდანვე ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი. ასევე უნდა ეცადო იყო ინდივიდუალური. ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ “ლოკალური მარკეტინგი” – პირდაპირ ვურეკავთ და ვთავაზობთ, კონკრეტულ ადგილზე მივდივართ და აშ”.

თამუნა მირიანაშვილი თარჯიმანთა ბიუროს “პოლიგლოტ +”-ის ხელმძღვანელი “ჩვენი ბიურო 2003 წელს შეიქმნა. საერთოდ ყველა საქმეში და ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ხარისხი. თუ ხარისხი არ იქნება, უბრალოდ მომხმარებელი არ გეყოლება. ჩვენთვის წარუმატებელი იყო ადგილის შეცვლა. ახალ ადგილზე გადავედით და თავიდან მომხარებელს უჭირდა ჩვენამდე მოსვლა. წარმატებისათვის საჭიროა მუდმივი სწავლა. განსაკუთრებით ჩემს პროფესიაში, რადგან ენა მუდმივად ვითარდება . უმნიშვენლოვანესია საქმის სიყავრული”.

ნათია ზანდარაშვილი სილამაზის სალონი “ბონიტა”-ს დამფუძნებელი : “ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ხარისხს. მინდა გითხრათ, რომ კადრების შერჩევა იყო რთული. შეიძლება ვთქვა, ეს იყო ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელიც. თუ ჩემი სტილისტი იყო ცუდი, ეს მთელი სალონის პრესტიჟზე და შესაბამისად მომხმარებლის რაოდენობაზე აისახებოდა. ადამიანი უნდა ეცადო მუდმივად გაიზარდო,წინ წახვიდე, თუ ეტაპობრივად არ იმაღლებ კვალიფიკაციას, წინ ვერ წახვალ. მუდმივად უნდა მიიღო ინფორმაცია , რა ხდება შენს გარშემო. თუ კეთილსინდისიერად შრომობ, რასაც საქმეს ახმარ, ის უკანვე გიბრუნდება წარმატების სახით. სულ სიახლის ძიებაში ვარ. უნდა გქონდეს ჟინი და ძალიან გიყავრდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. გრდა ამისა, კარგად უნდა გქონდეს გათვლილი პიარ აქტივობები. ეს საქართევლოში მუშაობს.

მაკო ჯაოშვილი ღონისძიებების მართვის კომპანია “სევენთის” დამფუძნებელი: “შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს : განათლება, მუდმივი ფიქრი საქმეზე და საქმის სიყვარული. წარმატების მისაღწევად ასევე აუცილებელია შრომისმოყვარეობა.შინაგნი რესურსი უნდა ნახო შენს თავში, რომ ყველაფერი გააკეთო მიზნის მისაღწევად. თუმცა, საკუთარ მუშაობაზე არანაკელბ მნიშვნელოვანია გუნდი, რომელთან ერთადაც საქმეს აკეთებ. ხშირად კომპანიას რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს. ზოგი მართავში საერთოდ არ ერევა ,თუმცა, არის შემთხვევები , რომ მმართველ გუდნს არ აცდიან ბოლომდე და არაპროფესიულად ერევიან საქმეში. ეს წინსვლას ხელს უშლის. ასევე უნდა იყოს კომუნიკაცია და ხდებოდეს ორმხრივად ინფორმაციის გაცვლა. წარმატებისათვის გუნდური, ერთიანი მუშაობაა საჭირო. საკუთარ თავზე იმაზე მეტი არ უნდა აიღო, რის გაკეთებასაც შეძლებ,. უნდა მოახერხო და სხვადასხვა ადამიანებზე კონკრეტული პასუხისმგებლობები გადაანაწილო. უნდა მოახდინო მონიტორინგი, მაგრამ ის, რომ ყველაფერი შენს თავზე იაღო, ასე საკუთარ რესურსბესაც ამოწურავ და არც საქმე გაკეთდება”.

 

შეხვედრა “გლობალური მეწარმეობის კვირეულის” ფარგლებში გაიმართა.

პიარი თუ რეკლამა?

სანტინო – ახალი რეკლამა