16
Aug
2012

“მხოლოდ სიმართლე და მეტი არაფერი” მილტონ გლეიზერისგან

16 Aug 2012



 

ცნობილმა ნიუ-იორკემა დიზაინერმა მილტონ გლეიზერმა თავისი გამოცდილება გაუზიარა დამწყებ დიზაინერებს. გლეიზერის ” Ten Things I Have Learned” (ათი რამ, რაც მე ოდესმე მისწავლია) მთელ მსოფლიოში ციტატებად გავრცელდა. მილტონ გლეიზერი ყველასათვის კარგად  ცნობილი ნიუ იორკის ლოგოს ავტორია, მსგავსი შინაარსის დიზაინები საქართველოშიც მრავლად გვხვდება. Marketer-ი მკითხველს სთავაზობს მილტონ გლეიზერის ციტატბს, რომლებიც აუცილებლად დაგაფიქრებთ

იმუშავეთ მხოლოდ მათთან ვინც მოგწონთ

მე დიდი ხანი დამჭირდა სანამ ამ კანონის სწორი ფორმულირება მოვახდინე. როდესაც ვიწყებდი სულ სხვანაირად ვფიქრობდი, მეგონა რომ პროფესინალს უნდა შესძლებოდა ნებისმიერ ადამიანთან მუშაობა. წლების განმავლობაში კი ყველაფერი შეიცვალა და ნათელი გახდა, რომ ყველაზე კარგი და ნაყოფიერი მუშაობა გამოდის მათთან ვინც მოგწონს.

თუ თქვენ გაქვთ არჩევანი, მაშინ არ მოეწყოთ სამსახურში

ერთხელ რადიოში მოვისმინე შესანიშნავი კომპოზიტორის ჯონ ქეიჯის ინტერვიუ. ის მაშინ  75 წლის იყო და წამყვანმა ჰკითხა „როგორ ემზადებით სიბერისათვის”. კეიჯის პასუხი გახლდათ „მე მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს, არასდროს არ იაროთ სამსახურში, თუ თქვენ მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველ დღე ივლით ოფისში, ერთ მშვენიერ დღესაც კარებს მოგიკეტავენ და პესნიაზე გაგაგზავნიან. ამ დროს თქვენ სიბერისათვის მზად არ იქნებით, იმდენად უეცრად მოვა პენსიის დრო. შემომხედეთ მე, 12 წლიდან ყოველ დღე იმის ფიქრით ვიღვიძებ თუ როგორ ვიშოვო საკუთარი თავის სარჩენი ფული, ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა, არც მას შემდეგ რაც  დავბერდი.”

მოერიდეთ არასასიამოვნო ხალხს

ეს პირველი წესია. ყველაფერი ადამაინებზე არაა დამოკიდებული, მთავარი ურთიერთობებია. ყველაზე იოლი ხერხი ადამიანში შესამოწმებლად მასთან, თუნდაც პატარა, დროის გატარებაა რა თქმა უნდა არაფორმალურ სივრცეში. ყურადღება მიაქციეთ როგორ გრძნობთ მასთან თავს და ყველაფერი ნათელი გახდება.

არასაკმარისი გამოცდილება

როგორც ავღნიშნე, ახალგაზრდობაში პროფესიონალიზმით ვიყავი „შეპყრობილი“.  რეალურად კი გამოცდილება კიდევ ერთი დაბრკოლებაა. თქვენ თუ ქირურგი გჭირდებათ იმას მიაკითხვათ ვისაც ბევრი ოპერაცია აქვს ჩატარებული და არა ადამიანს ვისაც შეუძლია ახალი სკალპელის გამოგონება. ჩემს საქმეში ყველაფერი სხვაგვარადაა, კარგი დიზაინერი ის არის ვინც ყოველ ჯერზე სკალპელს ახლებურად გამოიყენებს და საერთოდ სკალპელის მაგივრად მეეზოვის ნიჩაბს დაიჭერს ხელში.

ნაკლები არ არის ყოველთვის კარგი
ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ გამონათქვამი “ყველაფერი გენიალური მარტივია” სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს. გაიხსენეთ სპარსული ხალიჩები, რა სილამაზეა… განა ისინი „იოლები“ არიან?! ან მინიმალურ დიზიანით არის გადაწყვეტილი?! ამის მერე ჩემთვის ახალი წესი ჩამოვაყალიბე „კარგი მაშინაა, როდესაც ყველაფერი ნორმის ფარგლებშია“

არ ენდოთ სტილს

დარწმუნებული ვარ ყველას აქვს ნანახი პიკასოს ილუსტრაციები ბალზაკის თემაზე. მან დახატა ხარი 12 ფორმით, ნატურალისტურიდან დაწყებული ავანგარდული კონტურებით დამთავრებული. სისულელეა საკუთარი თავის რომელიმე ერთ კონკრეტულ სტილზე მიბმა. ძველი თაობის დიზაინერებისთვის ეს ყოველთვის პრობლემა იყო, დროთა განმავლობაში საკუთარი ხელწერა მუშავდება. თქვენ ათ წელზე მეტს ვერ გაძლებთ თუ არ შეეგუებით იმ აზრს რომ სტილი უნდა შეიცვალოთ.

ცხოვრების სტილი ტვინი -ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ყოველდღიურად ცვლილებეს და რეგენერაციას განიცდის. რამოდენიმე წლის წინ გაზეთებში გამოქვეყნდა სტატია აბსოლუტური სმენის შესახებ. როგორც ცნობილია აბსოლუტური სმენის პატრონები მუსიკოსებშიც იშვიათად არიან. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ მეცნიერებმა დაასკვნეს რომ აბსოლუტური სმენის პატრონებს ტვინი განსაკუთრებულად აქვთ მოწყობილი, რაღაცა ნაწილები დეფორმირებული აქვთ. მაგრამ შემდეგ მიაკვლიეს უფრო საინტერესო ამბავს, ბავშვებს 4-5წლის ასაკში თუ ვიოლინოზე დაკვრას ვასწავლით არის დიდი შანსი, რომ ტვინის ქერქის ცვლილება მოხდეს და აბსოლუტური სმენა განვითარდეს. რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ხატვაც იგივენაირად მოქმედებს ტვინზე. სმენის მაგივრად ყურადრების აღქმას ვავარჯიშებთ. ადამიანი რომელიც ხატავს, დიდი ყურადღებას აქცევს ყველაფერს  რაც მის გარშემო ხდება – და ეს ნამდვილად არ არის იოლი, როგორც ერთი წარმოდგენით ჩანს.დაეჭვება უკეთესია ვიდრე თვითრწმენაყველა ერთხმად აცხადებს რომ თვითდაჯერებულობა საქმის კეთების დროს მთავარი კომპონენტია. „თუ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ შემეცნების მწვერვალზე იმყოფებით ე.ი. საკუთარ ჩარჩოში ჩაიკეტეთ“  ეს მოსაზრება ზუსტია. დაეჭვებული ხარ ე.ი. სრულყოფილებასთან ახლოს ხარ, რადგან დაეჭვებას მუდმივი პროგრესი და ახლის ძიება ახლავს თან.ვიღაცასთან ერთად მუშაობა უკვე გულისხმობს კომპრომისზე წასვლას. მახსოვს რამდოენიმე წლის წინ ერთი ძალიან კარგი ფრაზა წავიკითხე აირის მერდოკთან „შეყვარება ნიშნავს აღიარებას, რომ ვიღაც შენსავით რეალურია“. ორი ადამიანის ურთიერთობის გენიალური განმარტებაა.

არ აქვს მნიშვნელობა

წინა დაბადების დღეზე მაჩუქეს როჯერ როსენბლატის წიგნი  „დაბერდით ლამაზად“. სათაური ძალიან არ მომეწონა, მაგრამ დამაინტერესა. ყველაზე პირველი წესი რომელიც ავტორმა დაწერე  ჟღერს ასე „არ აქვს მნიშვნელობა“ არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ მთავარია ამ კანონს მიჰყვეთ. გაქვთ თუ არა ნობელის პრემია, მწეველი ხართ თუ არა, ფული გაქვთ თუ არა … ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოა. სწორედ ამ სიტყვებშია მთელი სამყაროს სიბრძნე.

მხოლოდ სიმართლე

ზოგჯერ მგონია რომ დიზიანი – სიმართლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა. რა თქმა უნდა საზოგადოებას აქვს რაღაც გარკვეული ეთიკური კანონები, რომლებიც შესაძლოა სადღაც დაწერილიც არის. ამბობენ, რომ სტალინის დროს სსსრ-ში ყველაფერი რასაც ეწერა „ხბოს ხორცი“ სინამდვილეში ქათმის იყო. დღემდე ვერ ვხვდები, მაშინ ქათამს რაღა ერქვა?! დიზაინერებს არანაკლები როლი აქვთ ვიდრე ყასაბებს, ამიტომ უნდა ყურადრებით იყვნენ იმის მიმართ თუ რას სთავაზობენ მომხმარებელს. საერთოდ ვთვლი რომ დიზიანერებსაც უნდა ჰქონდეთ ფიცი „ მხოლდ სიმართლე და მეტი არაფერი“…



განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.