13
Nov
2012

ნაბეღლავის ახალი შეფუთვა და ექსპერტების შეფასება

13 Nov 2012

„ნატურალური მინერალური წყალი-ნაბეღლავი“ ქართულ ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდა. მარკეტერი დაინტერესდა ამ სიახლით და გადაწყვიტა გაერკვია როგორც ცვლილების მიზეზი, ისე სამომავლო გეგმები. „ნაბეღლავ“-ის პიარ სამსახურსთან სატელეფონო საუბარი შედგა.( ფოტოზე მარჯვენა არის განახლებული დიზაინი)

 

როდის გადაწყვიტეთ დიზაინის შეცვლა?

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, რის შემდეგაც უამრავი ღონისძიება გავმართეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი თვის წინ კი ახალი შეფუთვაც გამოჩნდა.

რა გახდა ცვლილებების მიზეზი და რითი გამოირჩევა ახალი შეფუთვა?

ახალ ბოთლს ძველთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • უფრო მსუბუქია.
  • ნაკლები პოლიეთილენის გამოყენებით მზადდება, რაც დაბინძურებას უშლის ხელს და გარემოზე ზეწოლას ამსუბუქებს.
  • ბოთლი არის უფრო მყარი და გახსნის შემდეგაც არ განიცდის დეფორმაციას.
  • უფრო მოსახერხებელია ხელში დასაჭერად.
  • ახალი შეფუთვის მიზეზიც სწორედ ეს უპირატესობები გახლავთ.

იგეგმება სამომავლოდ დიდი ცვლილებები? მაგალთად რებდრენდინგი?

არა, უახლოეს მომავალში სხვა სახის სიახლეები არ გვაქვს დაგეგმილი.

იქნებ დაგვისახელოთ ვინ განახორციელა ეს პროექტი? გეხმარებოდათ თუ არა რომელიმე ქართული კომპანია?

არა, არცერთი ქართული კომპანია არ გახლდათ ჩართული, ეს პროექტი ჩვენი სახსრებით გერმანელ პარტნიორებთან ერთად განვახორციელეთ.

მარკეტერმა გადაწყვიტა ნაბეღლავის სიახლესთან დაკავიშრებით გამოცდილი სპეციალისტების აზრი მოესმინა და ახალი შეფუთვა მათ 10 ბალიანი სისტემით შეაფასებინა:

კომპანია branding.ge-ს დამფუძნებელი ლევან კობერიძე:

“ეს არც თუ ისე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ცვლილებას 4 ქულით შევაფასებდი”,

საკონსულტაციო კომპანია  PMCG-ის მარკეტერმა-ნიკო თევდორაშვილმა ყველა კომპონენტის გათვალისწინებით „ნაბეღლავს“ 7 ქულა დაუწერა, ხოლო როდესაც კომპანია ჯეპრას დამფუძნებელ სოსო გალუმაშვილს დავუკავშირდით გვითხრა: „სულ ჩამოვრჩი, არაფერი გამიგია ნაბეღლავის სიახლეების შესახებ“..

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მსგავს ცვლილებებს და დიდ “მოვლენას” ქმნიან ამ პატარა ცვლილებებზე, ნაბეღლავის სტრატეგია განსხვავებული იყო, ნაბეღლავს დიდი რესურსი არ დაუხარჯავს საკომუნიკაციო აქტივობებში, განახლებული პროდუქტის შესახებ მომხმარებელმა ძირითადად ადგილზე შეიტყო, განახლებული ბოთლის შესახებ ასევე დაიწერა ნაბეღლავის 1800 მეგობრიან Facebook-გვერდზე.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 10 ქულიანი სისთემით როგორ შეაფასებდით ახალ შეფუთვას?

 

 

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.