in

ნინო დარასელი – სილქნეტი

„რაც ვიცი რომ არ გამოვა, იმას არასდროს ვკიდებ ხელს..“

 

ნინო დარესელი ამჟამად „სილქნეტის“ საზოგადოებასთან ურთირთობის მენეჯერია, თუმცა თავისი კარიერა აქ არ დაწყებულა. მისი პირველი სამსახური მეორე არხი გახლდათ, სადაც ნინო შემეცნებით-გასართობი ხასიათის გადაცემების რედაქტორი იყო.. „პირველი გადაცემა, რაც გავაკეთე იყო “ობიექტივი”. პირველი ხელფასი რამდენი იყო არ ახსოვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ის კუპონებში აიღო. მას შემდეგ ნინომ თავადაც განახორიცელა და უბრალოდ მონაწილეობაც მიიღო სხვის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.

„ყველაზე წარმატებული და საყვარელი იყო ჩემთვის ჟურნალი “ანაბეჭდი” , რომლითაც პირდაპირ გეტყვით, რომ ვამაყობ.“

თვლის რომ წარმატებისთვის აუცილებელია შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული, პატიოსნება და მიზანდასახულობა.

ყოველდღიურად მისი სამუშაო დრო 8საათს შეადგენს, მაგრამ თუ ბევრი საქმეა საათზე არასდროს იყურება.. დიდი სიამოვნებით იმუშავდებდა კულტურის ტელევიზიაში, თუკი ასეთი საერთოდ იარსებებდა.. დაწესებულელებებიდან, სადაც ის მუშაობდა, ყველაზე მოუხერხებლად თავს ეკონომიკის სამინისტროში გრძნობდა, თუმცა აღნიშნავს რომ იქ არაჩვეულებრივი კოლექტივი ყავდა..

საყვარელი გამონათქვამი ოპტიმისტური ხასიათის აქვს: „ყველაფერი კარგად იქნება.“

უყვარს გალერეებში სიარული, განსაკუთრებით ხშირად ცისფერ გალერეას სტუმრობს, თვლის, რომ  საინტერესო ღონისძიებები იმართება “თანამდეროვე ხელოვნების ცენტრში”..

„მიყვარს სტუმრობა კაფე-ლიტერატურულში, book corner-ში,  ახლადგახსნილ სივრცეში “ო მოდა მოდა”, საუკეთესო კერძებია ჩემი აზრით რესტორანში “dining room”. მომწონს პურპური გუდიაშვილის მოედანზე.“

ასევე, ხშირი მაყურებელია სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლების, ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორის  ძალიან კარგი დადგმა ნახა, თუმცა თუკი საინტერესო სპექტაკლია სხვა თეატრებშიც დადის, ახალ ფილმს კი ყოველთვის კინო-თეატრ „ამირანში“ უყურებს.

მას შემდეგ რაც მობილური ტელეფონი აქვს მაგთის აბონენტია,  თუმცა წელს სილქნეტის S1-ის მომხმარებელიც გახდა „ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის სახლის ტელეფონი ჯიბეში.“

-სატელევიზიო რეკლამა რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და დაგამახსოვრდათ?

-სილქნეტის რამდენიმე რეკლამა მომწონს ძალიან, რესპუბლიკა ბანკის ბოლო რეკლამა,მაგთის ძველი რეკლამები.

ნინომ ასევე დაგვისახელა ტელეკომპანიები, რომელსაც ყველაზე ხშირად ადევნებს თვალს, ესენია: “дождь” და “ARTE”, ასევე მოწონს TBC-სი ბანკის მფლობელობაში არსებული ინტერნეტტელევიზია „არტერეა“.

„TBC“-სისთან ერთად ის „რესპუბლიკა“ და „საქართველოს“ ბანკებით სარგებლობს.

-რა ცვილებებს ისურვებდით საქართველოს ბიზნეს სექტორში ?

-რაც შეეხება ბიზნესს  და ბიზნესის წარმოებას ნამდვილად ვერ გეტყვით რომ რაღაც განსაკუთრებული გამოცდილება და რაღაც განსაკუთრებული ხედვები მაქვს.ზოგადად გეტყვით, რომ რა თქმა უნდა კარგია გადასახადების შემცირება, ახალი ბრენდების შემოსვლა და ასე შემდეგ.. მთავარია იყოს სტაბილური გარემო, რათა  ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.“

როდესაც ჩვენს რესპოდენტს ვკითხეთ საქართველოში არსებული ბრენდებიდან რომელს ანიჭებდა უპირატესობას, მან გაგვიმხილა რომ თუკი არჩევანის საშუალება აქვს ყოველთვის ქართულ ნაწარმს ამჯობინებს, რაც შეეხება საქართველოში არსებულ სუპერმარკეტებს, მათგან კონკრეტულად ვერცერთს გამოარჩევს, ყიდულობს იქ სადაც პროდუქტი იაფი და ხარისხიანია, იმის გათვალისწინებით თუ რის ყიდვას აპირებს.

სტატიის დასასრულს ნინოს ვკითხეთ:

-რას ურჩევდით თქვენი პროფესიის დამწყებ ადამიანებს (მაგ:ახალგაზრდებს პიარის სფეროში)?

ალიან რთულია იყო კომპანიის პიარი.ვურჩევდი არასდროს აიღონ თავის თავზე იმ კომპანიის პიარი, რომლის წარმატებაში და სიკარგეში თავადაც ეპარებათ ეჭვი.უნდა გიყვარდეს შენი საქმე, იმისათვის რომ კარგად აკეთო.

250 ფილმი, რომელიც უნდა ნახო

ქართული მოდის პოპულარიზაცია საქართველო და მსოფლიო