„თუ რამე სურს ადამიანს და მის მიღწევას მიზნად ისახავს, აუცილებლად აღწევს კიდეც.“
მარკეტერის დღევანდელი სტუმარი „ელიტ ელექტრონისის“ PR-მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნოკა ბაინდურაშვილი გახლავთ.
დაამთავრა „თსუ“-ს ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის სპეციალობით, კარიერა სწორედ სწავლის პერიოდში დაიწყო, პირველ კურსზევე ლექტორის რეკომენდაციით ერთ-ერთ პიარ კომპანიაში სტაჟირებაზე აიყვანეს. მისი პირველი სამსახური მერიისა და საკრებულოს საინფორმაციოს PR სპეციალისტის პოზიცია იყო, სადაც 100 ლარიანი ხელფასით ცხელი ხაზის რეპორტინგი და ოპერატორების კონტროლი ევალებოდა.. „ეს თანამდებობა ჩემი ასაკიდან გამომდინარე ხშირად უამრავ პრობლემას მიქმნიდა.“
ნოკა, მოგვიანებით, „ელიტ ელექტრონიქსში“ ონლაინ ვაკანიის მეშვეობით მოხვდა, სადაც საკამოდ დატვირთული გრაფიკით, დღეში საშუალოდ 9-10 საათს მუშაობს..
საკუთარი გამოცდილებიდან ყველაზე წარმატებულად თბილისის იპოდრომის რეაბილიტაციის პროექტს მიიჩნევს.
მისი აზრით წარმატებისთვის აუცილებელია: მონდომენა, ცოდნა, მიზანდასახულება, ნაწილობრივ გამართლებაც.. როგორც გაგვიმხილა დიდი სიამოვნებით იმუშავებდა ამერიკის რომელიმე ყველაზე მსხვილი სარეკლამო კომპანიის პიარ ან ბრენდ მენეჯერად.
– ყველაზე წარმატებული კომპანია საქართველოში?
– „ჯეოსელი“ – კომუნიკაციებში და „თიბისი“ – საბანკო სფეროში.
პროდუქტის საყიდლად ირჩევს „კარფურს“, რაც შეეხება საქართველოს ბიზნეს სექტორში ცვლილებებს, ისურვებდა ახალი ბრენდების შემოსვლას. საყვარელი ტელე არხი და გადაცემა არ აქვს, სატელევიზიო რეკლამებიდან ყველაზე მეტად მოსწონს და დაამახსოვრდა სარეკლამო კომპანია „სარკ“-ის გადაღებული „მობი“-ს სერიები. განტვირთვის მიზნით კაფე-რესტორან-„Q“-ს სტუმრობს ხოლმე. საყვარელი „გამონათქვამი“ კი, ამ შემთხვევაში სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს – შევეცდები.
დასარულს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებმაც სამომავლოდ თქვენი პროფესია აირჩიეს?
უნდა იყვნენ მონდომებულები, საქმის მოყვარულები, კეთილ განწყობილები და სხარტები
“თუ ჯერ არ ხართ, უნდა შეიძინოთ”