in

ოფისები, რომლებიც კრეატიულ აზროვნებას კლავენ

როგორი უნდა იყოს თქვენი ოფისი და სამუშაო მაგიდა?

რა თქმა უნდა თქვენ იტყვით, რომ უნდა გქონდეთ დიდი საოფისე მაგიდა, კომფორტული სკამი, დიდი მონიტორი და ყველა ის აქსესუარი რაც კომფორტს განჲჭებთ, რეალურად კი თანამედროვე ოფისების მიზანი არაა კომფორტი, ეს ყველაფერი თქვენ სახლში შეგიძლიათ მოაწყოთ. სამსახური და ოფისი სადაც მუშაობთ კავშირებისა და ურთიერთობების დამყარებისთვისაა, “კარგ” ოფისში აუცილებელია სივრცე, სადაც საქმიანი ან არაფორმალური მოლაპარაკებები იმართება.  კედლებზე სასურველია განთავსებული იყოს ბევრი დაფა, რომლებიც ახალი იდეებისთვისაა განკუთვნილი,(თითქმის ნებისმიერ სამსახურს სჭირდება ახალი იდეები) აუცილებელია კომფორტული და დიდი საკონფერენციო დარბაზი, სამზარეულო, ბარი, საშხაპე,  ყავის აპარატი. (ალბათ ფიქრობთ, რომ ეს საქართველოში გამორიცხულია)

თქვენ ოფისში მიდიხართ იმისთვის რათა საქმე გააკეთოთ, მოლაპარაკებები აწაროოთ, დაამყაროთ ახალი კონტაქტები და ამ ყველაფრის გასაკეთებლად ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია. ოფისი ადამიანებს შორის ბალანსის დამყარებას უნდა უწყობდეს ხელს.

გაითვალისწინეთ, რომ 82% ეფექტური გდაწყვეტილებების ზუსტად კომუნიკაციის საშუალებით მიიღწევა.

 

ტრადიციული ოფისის ნახაზი

 

ახლა კი ადგილი სადაც ახალი იდეები იბადება

 

მართალია ამ სტილში თქვენი ოფისის მოწყობა შეიძლება ძალიან არარეალისტურია, მაგრამ  გაითვალისწინეთ, რომ გარემოს სადაც თქვენ მუშაობთ ,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი კომპანიის წარმატებასთან.

პს. დაწერეთ საქართველოში მოქმედი სამსახურები რომელთა ინტერიერიც მოგწონთ და იმუშავებდით?

Keller & Kotler – Marketing Management (14th Edition)

თბილისის მარათონი ჰაიდელბერგცემენტისაგან (ვიდეო)