in ,

პატარა სასტუმრო, საშუალო შემოსავლის მქონე დამსვენებლებისთვის

მზე ,ზღვა და ბათუმი – საქართველოში დასვენების განუყოფელი ნაწილია. წელიწადის ამ დროს, ზღვისპირა ქალაქს, უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, რის გამოც სასტუმროების მომსახურების ფასები იზრდება. თუმცა ბათუმში, იმ ადამიანების ინტერესებიც არის დაცული, რომლებსაც პრესტიჟულ და მაღალფასიან სასტუმროებში შესვლის საშუალება არ აქვთ. მარკეტერის ყურადღება, ქალაქის ცენტრში განთავსებულმა, სასტუმრო „ჩაო“-მ მიიქცია. სატუმრო ზღვიდან ორასიოდე მეტრში და ქალაქის მნიშვნელოვან გასართობ ცენტრებთან ახლოს მდებარეობს. წლევანდელი ტურისტური სეზონისა და სასტუმროს მენეჯმენტის შესახებ ინფორმცაიისათვის, „ჩაოს“ მფლობელ, თამაზ მახარაძეს მივმართეთ.

– პირველ რიგში მოგესალმებით. დასვენების დრო დასრულდა, როგორ შეაფასებთ წლევანდელ ტურისტულ სეზონს? ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, ტურისტები, მცირე რაოდენობით იყვნენ. თქვენი სასტუმროს მაგალითზე, თუ შეიმჩნეა აღნიშნული ცვლილება?

– ტურისტული სეზონი ბათუმში, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, სავარაუდოდ ის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად ჯერ კიდევ ველოდებით ვიზიტორებს. რაც შეეხება გასულ წელთან შედარებას – ზოგადად ადამიანებს გვახასიათებს წარსულზე უკეთესის თქმა, თუმცა  რეალობაა ისაა, რომ ტურისტულმა სეზონმა ნორმალურად ჩაიარა. მე ჩემი სასტუმროს მაგალითიდან შემიძლია ვთქვა, რომ ტურისტების სიმცირეს არ განვიცდით, შედეგი თითქმის ისეთივეა, როგორიც შარშან. სასტუმროს ნომრების 80-85 პროცენტი დაკავებულია, რაც ნამდვილად არ მოწმობს იმას, რომ ტურისტულ სეზონს ცუდი შედეგი ჰქონდა.

– ქალაქის ქუჩებში შეიმჩნევა უცხოელ მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, შესაბამისად სტუმართა შორის იქნებიან უცხოელებიც. ძირითადად რომელი ქვეყნებიდან იღებთ სტუმრებს?

– ჩვენს სასტუმროში, ახლაც არიან დაბინავებულნი  მოქალაქეები ამერიკიდან. რამდენიმე  დღის წინ გავაცილეთ სტუმრები ესტონეთიდან. მთელი ზაფხულის განმავლობაში გვყავდა სტუმრები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. საკმაოდ ბევრ ირანის მოქალაქეს ვუმასპინძლეთ. ჩვენთან, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც იმყოფებოდნენ  სტუმრები თურქეთიდან. როგორც აღვნიშნე, ჩვენთან მათი რაოდენობა შედარებით მცირე იყო, თუმცა ქალაქში შეიმჩნევა, რომ საკმაოდ ბევრი დამსვენებელი გვყავს ამ ქვეყნიდან. ევროპული ქვეყნებიდან კი, დიდია უკრაინელებისა და პოლონელების წილი.

– ამ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც ბათუმი ყველაზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ძირითადად, რომელ მონაკვეთში შეინიშნება ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა?

– მიუხედავად იმისა რომ მთელი ზაფხული განმავლობაში არ ვუჩივით სტუმრების რაოდენობას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მაინც აგვისტოს თვეში ჩამოდის.

– ამინდები როგორ მოქმედებენ დამსვენებლებზე?

– ამინდები რასაკვირველია დიდი გავლენას ახდენს ტურისტების დარჩენაზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტურისტები ჩამოსულან, დაუჯავშნიათ  ოთახები ერთი კვირით, თუმცა რამდენიმე დღიანი, არახელსაყრელი ამინდების შემდეგ, გაცილებით ადრე წასულან.

– რაც შეეხება ფასებს, ყველა ოთახს ერთიდაიგივე ფასი აქვს თუ განსხვავდება ერთმანეთისგან?

– ფასები განსხვავევბულია ოთახების რაოდენობის მიხედვით. ასევე დამოკიდებულია იმაზე აქვს თუ არა აივანი, როგორი ხედი იშლება ფანჯრებიდან და ასე შემდეგ.

– სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სამუშაო ადგილების შექმნაა. მომსახურე პერსონალს შორის როგორია ადგილობრივების ხვედრითი წილი?

– ადგიობრივ დასაქმებულთა წილი ასი პროცენტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თითოეული თანამშრომელი ადგილობრივია, ჩვენთვის სამსახურში აყვანის ძირითადი კრიტერიუმი მათი კვალიფიკაციაა. ნაცნობობის მიხედვით, თანამშრომლების აყვანაზე, ჩვენი ადმინისტრიაცია უარს ამბობს.

– ზაფხულში, როდესაც დამსვენებელთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდია, თუ გიწევთ დამატებითი კადრების აყვანა სამსახურში?

– რა თქმა უნდა, ზაფხულში დამსვენებლების რაოდენობა დიდია და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ვქირაობთ ახალ კადრებს. წელს გვყავდა რამდენიმე  დასაქმებული სტუდენტი, რომლებმაც ძალიან კარგად გაართვეს სამსახურს თავი და გარდა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ანაზღაურებისა, ჩვენც გადავუხადეთ ხელფასი.

– ზაფხულში თქვენი მუშაობის გრაფიკი გასაგებია, მაგრამ ზამთარში როგორ მუშაობს ბათუმში სასტუმრო?

– ცხადია სასტუმროში ვიზიტორთა რაოდენობა, ზამთარში გაცილებით მცირეა ზაფხულთან შედარებით, თუმცა ეს იმას  არ ნიშნავს, რომ ზამთარში მობინადრეები არ გვყავს. ამ პერიოდში ძირითადად გვყავს სამსახურეობრივი მივლინებით გამოგზავნილი დამსვენებლები. გარდა ამისა ტარდება კონფერენციები.

– რამდენი ტურსიტის მიღება შეუძლია სასტუმრო „ჩაოს“?

– სულ, ადგილების მიხედვით თუ გავთვლით, 60 ადამიანის მიღება შეუძლია.

– დიდი მადლობა ინტერვიუსთვის

– მადლობა თქვენ.

Carrfour საქართველოში (პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ)

Yahoo!, PepsiCo, Oracle To Speak At Georgia’s First Ever Global Marketing Event