3
Jun
2012

პირველად იყო “მალე”, შემდეგ კი “გამოვიდა”!

3 Jun 2012

Elit Electronics


საქართველოში ლუდის ბაზარზე ძალიან საინტერესო ქეისი მოხდა, განვიხილოთ მარკეტერზე

პირველად იყო “მალე”, შემდეგ კი “გამოვიდა”!
ყველაფერი ერთი კარგი ვიდეოკლიპით დაიწყო, ვიდეო გვამცნობდა, რომ “მალე” ბაზარზე ახალი ლუდი გამოჩნდება, რომელიც დაბადებულია “პირველობისათვის”.

მოლოდინის ეფექტის შესაქმნელად ეს ვიდეო და მესიჯი “მალე” ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მესიჯი, რომ ის იქნება პირველი ლუდი სტრატეგიულად არც თუ ისე გამართლებული. პირველ ლუდს ხალხი უნდა აფასებდეს და არა თავად ლუდის მწარმოებელი კომპანია, ამ მესიჯით კი მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტები “გაღიზიანდნენ” და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში “ინოვატურული” ანუ ერთხელ გასინჯვის სურვილი გაჩნდა, თუმცა პროდუქტის ერთჯერადი გაყიდვა არავის მიზანს არ წარმოადგენს.
ამის შემდეგ იყო “გამოვიდა”

წარმატებული რეკლამა, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა მან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში, რეკლამა ზუსტად პასუხობდა საზოგადოების შეკითხვას, იგი ყველას ამცნობდა, რომ ლუდი, რომელსაც ამდენი ხანი ყველანი ველოდით გამოვიდა და შეგვიძლია ვიყიდოთ.

ყველაზე საინტერესო კი აქ დაიწყო
როგორც ჩანს ნატახტარში ზედაზნის აქტიურობები უყურადღებოთ არ დარჩენიათ, მათ ყველაფერი იცოდნენ, ისიც თუ როდის გამოვიდოდა ზედაზენი, მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ იდეალური სტრატეგია შეიმუშავა, მათ შექმნეს ახალი ბრენდი, ახალი ლუდი “მთიელი”, რომელსაც არავინ მოელოდა, რომელიც არსად დაანონსებულა და სწორედ ზედაზნის პრეზენტაციის შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამა ლუდი მთიელისა, რომელიც არანაკლებ ეფექტურია, იგი განსაკუთრებულად ახლოსაა ქართული საზოგადოების გემოვნებასთან.

როგორ “მიითვისა” მთიელმა ზედაზნის მოლოდინი?


როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს ორი ლუდი ერთი და იმავე დღეს გამოვიდა, განსხვავება მათ შორის იყო ის, რომ ზედაზენს ყველა მოელოდა, მთიელს კი არავინ.(ის, რომ ეს ბრენდი ნატახტარს ეკუთვნის არც მაშინ იცოდა საზოგადოებამ და დიდმა ნაწილმა დღემდე არ იცის) ლოგიკურია, რომ მეორე დღეს ადამიანთა დიდი ნაწილი მაღაზიაში მოითხოვდა ახალ ლუდს და სწორედ ამაში გააჩნია “მთიელს” კონკურენტული უპირატესობა.ნატახტარის სადისტრიბუციო არხის მეშვეობით, მეორე დღესვე ლუდი “მთიელი” თითქმის ყველა მაღაზიაში იყო და როგორც ცნობილია დეფიციტიც კი შეიქმნა მასზე, მიუხედავად იმისა, რომ  ზედაზნის რეკლამა გვაუწყებდა ახალი ლუდის გამოსვლას, სუსტი იყო მისი დისტრიბუცია და საწყის ეტაპზე ის არსად არ ჩანდა, ახალი კომპანიისათვის არცაა გასაკვირი, რომ არ გააჩნია ძლიერი სადისტრიბუციო არხი.

პოსტის ბოლოს მინდა წარმატება ვუსურვო ახალ ლუდსახარშ ზედაზენს, რომელმაც ერთი დიდი წარმატება ლიმონათის რუსულ ბაზარზე შეტანა შეძლო, აქვე მინდა შევაქო ნატახტარის მარკეტინგის გუნდი, რომელმაც ესეთი საინტერესო მოვლენის მომსწრენი გაგვხადა.

შენ კი მკითხველო დატოვე კომენტარი ამ ქეისის შესახებ.

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.