“ბიზნესს სჭირდება დაგეგმვა. . . ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგული კვლევები. . . აუცილებელია სეგმენტის სწორად განსაზღვრა. . . სწორად უნდა შეარჩიო პატრტნიორი. . . როცა მარცხდები, ამით უფრო იზრდები, ადამიანი შეცდომების დროს სწავლობ და არა წარმატებისას. . ”
ბიზნესის წამრმატებისა და წარუმატებლობის განსაზღვრელი ფაქტორები დამწყებ მეწარმეებსა და სტუმრებს წარმატებულმა ბიზნესმენებმა გაუზიარეს. საკუთარი გამოცდილება “ მათ გლობალური მეწარმეობის კვირეულის “ ფარგლებში გააცნეს . პროექტის მიზანი დამწყები მეწარმეების სტიმულირება და მათი ხელშეწყობაა.
საფინანსო ორგანიზაცია “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი აიეტი კუკავა ამბობს, რომ ბიზნესის დაწყებას კონსერვატორული გეგმა და შემდეგ მუდმივი კონტროლი სჭირდება.
“ასევე მნიშვნელოვანია ნაღდი ფულის მოძრაობა. შესაძლოა, გაყიდოთ გარკვეული პროდუქცია , თანხა კი თვეების შემდეგ მიიღოთ. ეს ცუდია. თუმცა, საქართველოში, ხშირად დიდი კომპანიები სწორედ ასე იქცევიან, იღებენ თქვენგან პროდუქტს, ფულს კი თვეების შემდეგ გაძლევენ. დამწყებ მეწარმეს ამის საშუალება არ აქვს. ” ამბობს კუკავა.
ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი ბიზნესის განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მარკეტინგულ კვლევებსა და სტრატეგიას მიიჩნევს. გარდა ამისა, ამბობს, რომ ბიზნესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფლება.
“ღამის შოუს სტუდიის” გენერალური დირექტორი. დათო გოგიჩაიშვილის აზრით, წინასწარ გაწერილ გეგმებზე უფრო მნიშვნელოვანი მეწარმეებისათვის სხვა რამ არის.
“კარგია ბიზნესის დაგეგმვა, მოწესრიგება, თუმცა, როგორც კი ასეთი ხდები, იმ ბიუროკრატიის ნაწილი აღმოჩნდები, რომელიც სულ დაგეგმარებით მოქმედებ. ისეთი ლიდერი აღარ ხარ, რომელიც არ ისვენებ, სანამ საწადელს არ მიაღწევ. ხშირად გულმა უკეთ იცის, როგორ მოიქცე. გარშემომყოფები კი, შესაძლოა, საპირისპიროს გიმტკიცებდნენ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მარცხი. როცა მარცხდები, ამით უფრო იზრდები, ადამიანი შეცდომების დროს სწავლობ და არა წარმატებისას . შესაძლოა , კარგად დაგეგმო , რესურსები სწორად გადაანაწილეო , მაგრამ, ჩეთვის უფრო მნიშვნელოვანია, ის რაც გულში გიღიტინებს იმას “მიაწვე”.
კომპანია “08”-ს დამფუძნებელი გიორგი ქოჩლაძე ფიქრობს, რომ მთავარი იმ პრობლემების წინასწარ განსაზღვრაა, რომელიც, შესაძლოა, ბიზნესს მოჰყვეს. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვრო სეგმენტი და მათ ხარისხიანი ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდო.
“თუმცა, შესაძლოა, შექმნა კარგი პროდუქტი, მაგრამ კარგად ვერ მიაწოდო მომხმარებელს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი “შეფუთვა”. ამასთან, უნდა შეისწავლოთ თქვენი არჩეული საქმის მსგავსი ბიზნესები. რა არის ამ მიმართულებით გაკეთებული, რატომ გახდა წარუმატებული ან პირიქით, წარმატებული. რაც უფგრო კარგად ხარ საქმეში ჩახედული, მით უფრო ჭკვიანი ხდები. “-ამბობს გიორგი ქოჩლაძე .
ღონისძიებათა მართვის კომპანია “სევენთის” დამფუძნებელი და “ბოულინგ ცენტრალის” პარტნიორი მაკო ჯაოშვილი თვლის, რომ კონკრეტული საქმიანობის დაწყებამდე ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები უნდა შეისწავლოს.
“მარკეტინგის ენით რომ ვისაუბროთ, “სვოტ” ანალიზი უნდა გაუკეთოს თავს , შეაფასოს საკუარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასვე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ჩამოყალიბებული მიზანი. თანაც, აუციელებლია დროის მართვა. თუ ზუსტად არ გაქვთ გათვლილი დროში თქვენი საქმიანობა, შესაძლოა, უბრალოდ, დააგვიანოთ და სხვამ დაგასწროთ”, -ამბობს “სევენთის” დამფუძნებელი.
მაკო ჯაოშვილი თვლის, რომ სამეწარმეო საქმის დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რომ კარგად იყოს დარეგულირებული იურიდიული მხარე. მისი აზრით, მნიშვნელოვანია პარტნიორის სწორად შერჩევა, რადგან თუ ძირეულ საკითხებზე ერთანირი ხედვა გაგაჩნიათ, ბიზნესის სანდოობა მეტია.
სტუდენტებისა და მეწარმეების აზრით , საქართველოში პერსპექტივის განცდის ნაკლებობაა. ძალიან დაბალია მეწარმეობის სურვილი. ამბობენ, რომ საჭიროა უკვე წარმატებულმა ბიზნესმენებმა საქმეში სტუდენტები უფრო მეტად ჩართონ და მათთვის მოტივაციის ამაღლებას შეუწყონ ხელი.
თბილისში “გლობალური მეწარმეობის კვირეული” 12 _17 ნოემბერს ჩატარდა. მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიების ხელმძღანელები უზიარებდნენ.
“გლობალური მეწარმეობის კვირეულის იდეა ფონდ “კაუფმანის” გენერალრულ დირექტორს კარლ შრამსა და დიდი ბრიტანეთის ექს პრემიერს გორდონ ბრაუნს ეკუთვნით . პროექტი 2007 წლიდან ერთდროულად 120 ქვეყანაში იმართება. საქართველოში კი მისი პარტნიორი ა/ო “ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრია”
ლილი ხმალაძე