18
Jul
2012

ჟულიენ სმიტის 20 რჩევა

18 Jul 2012

 

ამერიკელმა მწერალმა და ბიზნეს-ტრენერმა, ჟულიენ სმიტმა ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარა.

მარკეტერი ყოველთვის ეძებს საინტერესო რჩევებს, რათა ისინი ქართველ მკითხველსაც გაუზიაროს. ჟულიენ სმიტის 20 რჩევა, მხოლოდ ახალგაზრდა ბიზნესმენებს ან ფინანსისტებს არ ეხება, ის ყველასთვის არის გათვლილი, ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს. 

 

 

 

 

  1. სამყარო ცდილობს დებილი დაგტოვოს.  საბანკო ოპერაციებით, კრედიტებით და პროცენტებით დაწყებული, სასწაულმოქმედი დიეტებით და თვითმარქვია დიეტოლოგებით დამთავრებული, ყველა თქვენს მოტყუებას ცდილობს. გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც. სკოლა უნივერსიტეტი კოლეჯი არაფერია, მთავარია თქვენ თვითგანათლებით დაკავდეთ, მიიღოთ ბევრი და უფრო ბევრი ინფორმაცია.
  2. არ დაუჯეროთ განათლების სისტემას. სანამ ისინი სასწავლო პროგრამას ამზადებენ, მანამ ახალი სისტემა უკვე დაძველებას ასწრებს. უმჯობესია ხალხის კეთილ განწყობას თუ ლიდერობით მოიპოვებთ და არა დიპლომით.
  3. იკითხეთ რაც შეიძლება მეტი. გამოიმუშავეთ სწრაფად კითხვის ტექნიკა და ინფრომაციის აღქმა უფრო გაგიადვილდებათ.
  4. ურთიერთობები – რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ ხალხში, ყველა ადამიანს მოერგეთ. ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ვიღაცა ცუდია. მისი ცუდის იქით მთავარია კარგი აღმოაჩინოთ.
  5. მორიდებულობის გამო დრო არ დაკარგოთ. მორიდებულობა რწმენაა იმის, რომ თქვენი ემოციები შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღებისას ფატალური აღმოჩნდეს , ხოლო ამ დროს  სიმართლე ურთიერთსაპირისპიროს გვეუბნება.
  6. ვინმესთან ურთიერთობის დროს, თუ რაიმე არასასიამოვნოდ გაოცებთ, ზუსტად ამ არასასიამოვნო ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ განთავისუფლდებით უსიამოვნო გაოცებებისგან.
  7. შეეცადეთ უფროსებთან ხშირი ურთიერთობა დაამყაროთ. უფროსებს გამოვლილი აქვთ ის რასაც თქვენ ახლა გადიხართ, მათ გადაწყვეტილებების მიღება უფრო მარტივად შეუძლიათ. ახალგაზრდებს, უფროსი თაობის მუშაობის პრინციპისგან ბევრის სწავლა  და გამოცდილების მიღება შეუძლიათ.
  8. თქვენზე „მაგარი ტიპები“ იპოვეთ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მათთან. შეეცადეთ მიბაძოთ, მაგალითი აიღოთ და გაუტოლდეთ, გახდეთ უფრო უკეთესი.
  9. დროთა განმავლობაში უფრო კონსერვატიული გახდებით. ეს არაა გასაკვირი. აქედან გამომდინარე, გირჩევთ ყველაზე სულელური იდეების განხორციელება ახალგაზრდობაში დაიწყოთ და არ გადადოთ .
  10. მაქსიმალურად გააკონტროლეთ ფინანსები. იქნებ დანაზოგით თქვენი სულელური იდეა განახორციელოთ.
  11. სოციალური სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ გამოცდილება გამოიყენეთ. მაგალითად ახალი და ძლიერი ნოუთბუქის ყიდვის მაგივრად წადით სამოგზაუროთ, ისეთ ადგილებში სადაც ახალ გამოცდილებას შეიძენთ. საქმის გაკეთება ძველი ნოუთბუქითაც შეიძლება, ახალი ნოუთბუქი იმ სიამოვნებას და გამოცდილებას არ მოიტანს, რასაც მოგზაურობა.
  12. თუ ფინანსურად გიჭირთ შეეცადეთ პრობლემა ეკონომიით მოაგვაროთ. თუ რაიმე შეძენას გადაწყვეტთ გამოიყენეთ ინტერნეტ აუქციონები, მეორადი ნივთების მაღაზიები. სასურველი ნივთის შესაძენად შეეცადეთ მაქსიმალურად დაზოგოთ თანხა. დაელოდეთ სანამ საქმე უკეთ წავა და გექნებათ ფუფუნება დაუფიქრებლად და ფასის შეუმოწმებლად ნივთის ყიდვის.
  13. პროექტების დაგეგმარება ერთ – ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ლოგიკის და წარმოსახვის სავარჯიშოდ.
  14. ახალგაზრდობიდან არ დაიწყოთ ჭარბი წონის დაგროვება.
  15. ისწავლეთ საჭმლის მომზადება. 1. დაზოგავთ ფულს. 2. საკვები უფრო ჯანმრთელი იქნება, ვიდრე სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი ჰამბურგერი.
  16. გამოიძინეთ. ხშირად გსმენიათ ალბათ ფრაზები „საფლავშიც გამოვიძინებ“, არავითარ შემთხვევაში!  გახსოვდეთ „ ვერ გამოიძინეთ – ე.ი იმ დღეს თქვენ უფუნქციო ხართ“
  17. სამუშაო კომპიუტერზე, ლეპტოპზე ან პლანშეტზე დააყენეთ “reminder-ები, გააკეთეთ ჩანაწერები და აღარ მოგიწევთ უხერხულ სიტუაციაში მოგხვედრა, როდესაც რამე დაგავიწყდებათ.
  18. გაანალიზეთ, რა არის თქვენი მიზანი და ყოველთვის, როცა ხელში საშუალება ჩაგივარდებათ,  გადადგით ახალი ნაბიჯი მიზნის განსახორციელებლად.
  19. გახდი იმ საქმის სპეციალისტის რასაც აკეთებთ. დახარჯეთ 5 წელი საქმის გასაკეთებლად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა აქეთ იქით საბოდიალოდ.
  20. ნუ ეცდებით გარშემო ხალხის  გამოსწორებას, უკეთესია ის იპოვოთ ვინც არაა გაფუჭებული.
სტატიის ბოლოს კი გაგვიზიარეთ რომელი რჩევა მოგეწონათ ან არ მოგეწონათ


განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.