in ,

რამდენად წარმატებულია ჩეკების გათამაშება?

შემოსავლების სამსახურმა 18 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით საინტერესო გათამაშება წამოიწყო, გათამაშების მიზანი თავიდანვე ნათელი იყო, თითოეული მომხმარებელი უნდა გამხდარიყო “ჩეკის მომთხოვნი”, მოტივაციად კი ფულადი პრიზები დაწესდა, საპრიზო ფონდი 9 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ამ კამპანიას თავიდანვე ქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგალითად მსოფლიო ტრენდი მიდის ბარათებით გადახდის პოპულარიზაციისკენ, ჩვენთან კი “ქეშით” გადახდას მეტი სარგებელი აქვს. (არის მოგების შანსი) მაგრამ მოდი დავივიწყოთ ეს ყველაფერი და განვიხილოთ მარკეტერის კვლევა ამ თემასთან დაკავშირებით.

 

 

 

კვლევიდან ჩანს, რომ მომხმარებლის მოლოდინები კამპანიამ ვერ გაამართლა და ბევრს იმედი გაუცრუა,  ეს პირად საუბრებშიც ჩანს, ხალხი მეტ მოგებას მოელის, მსგავსი მომგებიანი ფაქტები კი ძალიან იშვიათია. თვისობრივ კვლევაში კი მკაფიოდ იკვეთება, რომ მოქალაქეები გაცილებით აქტიურები არიან იმ შემთხვევაში თუ მათი სანაცნობო წრიდან იგებს ადამიანი.

ამ კვლევის მიუხედავად გაგიკვირდებათ და კამპანია წარმატებულია, მართალია ის ვერ გახდა “ლატარია” და ფულის შოვნის გზა, თუმცა მან შესძლო დასახული მიზნის მიღწევა, შედეგად კი მარკეტერის კვლევით, მაღაზიის გამყიდველები უფრო აქტიურად “არტყამენ” ჩეკებს.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

კრეატიული რეკლამის მაგალითები

Dodge Dart: how to change cars forever