9
Mar
2012

რატომ ვერ ჩაანაცვლა Google+ მა Facebook-ი

9 Mar 2012

თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო, დაანონსდა ახალი სოციალური ქსელი Google+ მასზე რეგისტრაცია მხოლოდ მოწვევით იყო შესაძლებელი რაც უფრო დიდ ინტერესს იწვევდა მომხმარებელში. Google+ მომხმარებელი ძალიან სწრაფად იმატებდა, ახალ სოციალურ ქსელზე წერდა ყველა მედია საშუალება, იყო ნეგატიური მასალაც სადაც ადანაშაულებდნენ Facebook-ს  მოკლედ ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა როგორც საჭირო იყო, Google+ უნდა ჩაენაცვლებინა Facebook-ი და ამისთვის ფსიქოლოგიურად მომხმარებელი მზად იყო… თუმცა შემდეგ მოხდა 1 უმნიშვნელოვანესი დეტალი. Google+ -ის შემქმნელებმა კარგად ვერ გაიაზრეს თუ ვინ და რა შესაძლებლობის მქონეა დღესდღეისობით სოციალური ქსელების მომხმარებელთა აქტიური ნაწილი, მათ შექმნეს პროდუქტი რომელიც “ძნელია” მათ შექმნეს პროდუქტი, რომელსაც “გარკვევა” სჭირდება მათი პროდუქტი მარტივად რომ ვთქვათ არაა გასართობი და მოითხოვს დიდ დროს. სწორედ ამიტომ Google+ ჯერ ჯერობით ვერ ჩაანაცვლებს Facebook-ს, Facebook-მა კი გუგლის ნაფიქრი ზოგიერთი იდეა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ქვედა სურათზე გთავაზობთ ინფოგრაფიკს რომელზეც ნაჩვენებია Google+ და მისი “სირთულე”.

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.