Apple რომ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და წარმატებული ბრენდია, ამას მისი როგორც მოყვარულნი ასევე მოძულენიც ერთხმად აღიარებენ. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ძალუძს ჩვეულებრივი პრესკონფერენცია აქციოს გლობალურ მოვლენად და მილიონობით ლოიალური ფანი თუ ცნობისმოყვარე ადამიანი მიაჯაჭვოს მონიტორებს, პრეზენტაციის პირდაპირ ეთერში საყურებლად. მიუხედავად მაღალი ფასებისა, Apple-ის პროდუქცია უდიდესი მოთხოვნით, პოპულარობითა და პრესტიჟულობით სარგებლობს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
კომპანიის წარმატების ფორმულა მის მარკეტინგულ სტრატეგიაში დევს. ამ უკანასნელის კალკირება თავადაც წარმატებით შეგიძლიათ თქვენს ბიზნესში.
მაშ ასე, განვიხილოთ თუ რა მაგალითის აღება შეიძლება ეფლისგან წარმატების მისაღწევად.
1. უგულებელყავით ოპონენტები
თქვენ როგორც მეწარმეს, ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ წარმატების საწინდარი მომხმარებლის სურვილის განსაზღვრაა. სტივ ჯობსი, ეფლის აწ-გარდაცვლილი აღმასრულებელი დირექტორი, ამ მოსაზრებას უგულებელყოფდა და ამტიცებდა რომ ადამიანებმა თავად არ იციან თუ რა სურთ. მიუხედავად წინააღმდეგობებისა და კრიტიკისა, ეფლი მშვიდად განაგრძობდა საკუთარი იდეების განხორციელებას, ის არც პროდუქციასთან ასოცირებული ხარჯებისა და სირთულეების უფრთხოდა.
მსგავსი სტრატეგიის გამო, ხშირ შემთხევავაში კრიტიკოსები ეფლის პროდუქციას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა შედეგი სახეზეა.
ასე რომ, მიუხედავად ოპონენტების წინააღმდეგობისა, თქვენ მშვიდად უნდა განაგრძოთ თქვენი იდეების განხორციელება და მოთმინებით გადალახოთ დაბრკოლებები.
2. ყურადღება გაამახვილეთ ვიზუალურ მხარეზე
დამეთანხმებით ალბათ, რომ ეფლის პროდუქციის ხაზები თუ მარკეტინგული მასალები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტურობით გამოირჩევა. სტივი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პროდუქტის ვიზუალურ მხარეს მომხმარებლისათვის მისი აღქმის ეფექტურობის გასაზრდელად.
თქვენ უნდა აიღოთ მაგალითი მათგან და განსაკუთრებული ყურადთება მიაქციოთ იმ მასალების დიზაინს, რომლებიც თქვენს იმიჯსა და სახეს გადმოსცემს. ასეთებია: ვებ-გვერდი,პროდუქტის შეფუთვა, ბროშურები, ფლაერები, სავიზიტო ბარათები და ა.შ.
ალბათ შეამჩნევდით, რომ ეფლი უპირატესობას დიდი ზომის სურათებს ანიჭებს. სწორად შერჩეული ფოტო თქვენს მესიჯს არამარტო მოკლედ და ლაკოლურად, არამედ უფრო ლამაზად და მომხიბვლელადაც მიიტანს თქვენს მომხმარებლამდე.
3. გაამართლეთ ფასი
არასოდეს ყოფილა ისეთი მძაფრი კონკურენცია, როგორც ეს 21 საუკუნეშია, ყველა არსეულ პროდუქტს მოეპოვება ალტერნატივა. ასეთ მაღალ კონურენტუნარიან გარემოში, კომპანიები ცდილობენ მომხმარებლები დაბალი ფასით მოხიბლონ და მიიზიდონ. ეფლმა ეს კანონზომიერებაც უარყო. მათი პროდუქტის ფასი ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე მისი კონკურენტების, თუმცა მისი გაყიდვების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება.
Apple ამართლებს მისი პრიდუქტის ფასს ორი საშუალებით:
ა) ქმნის ვიზუალურად ლამაზ, მომხიბვლელ პროდუქტს.
ბ) მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციას, გარკვეული მახასიათებლებით, რომელთაც ანალოგი არ მოეპოვება. მაგალითად, დღეს-დღეობით ეფლის ნოუთბუკი Macbook Air არის მთელს მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი.
თუ თქვენ შეძლებთ თქვენი სერვისითა თუ პროდუქციით განსხვავდებოდეთ თქვენი ოპონენტებისგან, მომხმარებელი არ დაიშურებს გადაიხადოს თუნდაც ორმაგი.
4. შემოიფარგლეთ მარტივი შეტყობინებებით
მარტივი შეტყობინებები იოლია როგორც მოსასმენად და აღსაქმელად, ასევე დასამახსოვრებლად და გასაზიარებლად. თუკი ეფლის ვებგვერდს ეწვევით ნახავთ, რომ პროდუქტის სპეციფიკაციები და ტექნიკური ინფორმაცია არასოდეს არის გამოტანილი წინა პლანზე, მათ ნაცვლად დაინახავთ მომხმარებლისათვის ადვილად გასაგებ და აღსაქმელ აღწერილობებს, რაც პროდუქტს უფრო სასურველს ხდის.
მომხმარებელისათვის ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება გაყიდვების პირდაპირპროპორციულია, ამიტომ შეეცადეთ შემოიფარგლოთ მარტივი მესიჯებით, იყავით ლაკონური და მოკლე, ხაზი გაუსვით პროდუქტის ყევლაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებს.
5. დაე თქვენმა მომხმარებელმა გაყიდოს თქვენივე პროდუქცია
ეფლის მარკეტინგული კამპანიებიდან თვალში საცემია ის გარემოება, რომ კომპანია სარეკლამო რგოლებში უმეტეს შემთხვევაში მის მომხმარებელს წარმოგვიჩენს და მის მიერ განცდილ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს.
თქვენც შეგიძლიათ მიბაძოთ მათ: თხოვეთ თქვენს მომხმარებელს გაგიზიაროთ შთაბეჭდილებელი, დაგიწეროთ რეკომენდაცია, ან გადაიღოს საკუთარი გამოცდილების ამსახველი ვიდეო. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მასალა კი გამოიყენეთ თქვენს სასარგებლოდ, მიაწოდეთ ის ლამაზად თქვენს პოტენციურ მომხმარებელს. ეს ყოველივე ძალიან დაგეხმარებათ ახალი კლიენტურის მოზიდვასა და უკვე არსებულის შენარჩუნებაში.
6. შეუქმენით მომხმარებელს უნიკალური გამოცდილება
ეფლი რესურსებს არ იშურებს, რათა მისი მომხმარებლის გამოცდილება, მაღაზიაში თუ ვებ-გვერდზე პროდუქტის შერჩევიდან დაწყებული, პდორუქტის ყუთიდან ამოღებით, ინსტალირებითა და გამოყენებით დასრულებული, უნიკალური და დასამახსოვრებელი იყოს. მხოლოდ კარგი პროდუქტის შექმნა არ არის მომგებიანი ბიზნესის საწინდარი; სერვისსა და მომხმარებლის გამოცდილებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. მომხმარებლის მიერ პროდუქტისაგან მიღებული შთაბეჭდილება მთელს სისტემაზე აისახება, მასზე უნდა ააგოთ რგოლი: წარმოება, მიწოდების ჯაჭვი, მარკეტინგი და ა. შ.
7. სწორად შეარჩიეთ პერსონალი.
“დიდი საქმეები ბიზნესში არ კეთდება ერთი პიროვნების მიერ,. წარმატებისათვის სწორად შერჩეული ადამიანთ ჯგუფია მნიშვნელოვანი” – სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობდა სტივ ჯობსი.
შეარჩიეთ ქარიზმატული ტოპ მენეჯერები, ისინი კი სწორედ თავისივე მსგავს გუნდს შემოიკრებენ გარშემო. მუდამ გახსოვდეთ პერსონალი ასახავს თქვენი კომპანიის სახეს და განსაზღვრავს თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის ხარისხს. სწორად შერჩეული მომსახურე პერსონალი თქვენი ბიზნესის წარმატებისის საფუძველია.
და ბოლოს, გიყვარდეთ თქვენი საქმე და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
ავტორი: მაკა ყუფარაძე