in

რვა რჩევა, როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება ტექნიკის დახმარებით

პიარსა და მარკეტინგში დასაქმებული პროფესიონალები, მუდმივად უნდა იყვნენ “შეერთებული დენის წყაროსთან”. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძება მოვიდეს მეილი, ამიტომ სმარტფონები უკვე თითქმის აუცილებლობაა, ყველა მოწყობილობა უნდა იყოს Wi-Fi -თ აღჭურვილი. ტექნოლოგიებს შეუძლიათ საგრძნობლად  გაამარტივონ ჩვენი ცხოვრება.
წარმოგიდგენთ 8 რჩევას, როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება ტექნიკის დახმარებით:

დროულად განაახლეთ (დააფდეითეთ): შეამოწმეთ შესაძლებელია, თუ არა ტელეფონის განახლება. რეგულარულად, რამოდენიმე თვეში ერთხელ, “აფდეითდება” სმარტფონების ოპერატიული სისტემები. აფდეითებს კი სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, თქვენი ტელეფონების ნაყოფიერების თვალსაზრისით.

გამოცვალეთ პაროლი: მართალია, ყველა ექაუნთზე, სისტემატიურად პაროლების ცვლა, დამღლელია. მაგრამ, თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მათი პერიოდულად შეცვლა აუცილებელია. შეინახეთ პაროლი უსაფრთხო და საიდუმლო ადგილას. დაიზღვიეთ თავი ყველაფრისგან!

მოიშორეთ უსარგებლო: წაშალეთ გამოუსადეგარი დოკუმენტები, რათა თქვენმა კომპიუტერმა უკეთესად და უფრო სრაფად იმუშავოს. იგივე ეხება სმარტფონებს და ტაბლეტებსაც.

მიალაგეთ სოციალური ქსელის “ექაუნთები”: დროა,  წაშალოთ ყველა შეუფერებელი და უადგიო ფოტო, თუ პოსტი. ეს განსაკუთრებით მნმიშვნელოვანია თუ ეძებთ სამსახურს.(ან უბრალოდ ახალ სამსახურს)

დაარეზერვეთ მონაცემთა ბაზა: არასოდეს გვახსნდება თავი დავიზღვიოთ მნიშვნელოვანი მონაცემების, ფაილების, სურათების, ა.შ.  დაკარგვისაგან, სანამ ეს არ მოხდება. იქონიეთ ალტერნატიული მყარი დისკი.

ერიდეთ აპლიკაციებს: დაუკვირდით ინფორმაციას რომელიც შეგყავთ აპლიკაციებში, რადგან მათ შეუძლიათ გამოამჟღავნონ და გამოაშკარავონ ყველაფერი.

იქონიეთ, სარეზერვო ელემენტი: აპლიკაციები საკმაოდ მალე აჯენენ ელემენტს, ასე რომ, თუ თქვენ დამოკიდებული ხართ მათზე, აუცილენლად იქონითე დამტენი, ან სარეზერვო ელემენტი.

იაქტიურეთ: პატარა, მაგრამ პოზიტიური აქტივობები, შესანიშნავი ხერხია იმისათვის, რომ მიიქციოთ ყურადღება და შექმნათ მაღალი მოლოდინი. იყავით აქტიურები სოციალურ ქსელებში, დაიწყეთ ბლოგის წერა და ა.შ. – არჩევანი დიდია.

ჩემი ფასები შენსას სჯობია, არა შენი სჯობს ჩემს!

ზედაზენი – გაუმარჯოს!