18
Jul
2012

როგორ ატყუებენ მომხმარებელს

18 Jul 2012



ჩვენთვის უკვე ნაცნობია ფრაზები: რეკომენდირებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის, რომელიღაც სამინისტროს მიერ და ა.შ”. ყველა ამდაგვარი ფრაზა, მხოლოდ სარეკლამო მეთოდია და მეტი არაფერი. მომხმარებელი ყიდულობს იმას, რასაც ავტორიტეტი ურჩევს. ნებისმიერ სარეკლამო კომპანიას შეუძლია ნებისმიერ ლაბორატორიისგან იყიდოს რეკომენდაცია, ფასი იმის მიხედვით მერყეობს თუ რომელ დაწესებულებასთან აქვთ საქმე.

 

სადაც არაა საჭირო იქ

დააკვირდით რა ხშირად გვხვდება წარწერა ”ნანო”. ნანო-ტექნოლოგია, ნანო-ფილტრაცია, ნანო-კაპსულა, ნანო-ზედაპირი. იცით თუ არა, რომ ნანო ტექნოლოგიებზე საფუძვლიანი წარმოდგენა მეცნიერებსაც არ გააჩნიათ?! პრაქტიკულად შეუძლებელია ნანო-ტექნოლოგიის გამოყენება იმ პროდუქტის მიმართებაში რასაც “ნანო” რეკლამირებას უწევენ. “ნანო-კოსმეტიკა” ამ დროისათვის ბუნებაში არარსებული პროდუქტია, ის მხოლოდ სარეკლამო რგოლებში და ბანერებზე არსებობს.

 

ინოვაცია

თანამედროვე რეკლამაში სიტყვა ინოვაცია ”მოდური” გახდა. თმის შეღებვის ინოვაცია, ინოვაციური ტექნოლოგია ხორცის წარმოების, ინოივაციური კოსმეტიკა. მაგალითისთვის: L’Oreal-ის და Schwarzkopf-ის ინოვაციური თმის საღებავები უკვე დიდი ხნის წინ შემუშავებული საღებავია, რომელიც ამიაკს არ შეიცავს.

 

 

 

ეკო და ბიო პროდუქტები

ორგანული პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, რეკლამებშიც გამოჩნდა მაცდური სიტყვა ბიო-პროდუქტი.(ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ) რეალურად კი სტანდარტ ”ბიო”-ს მიღება მწარმოებლისთვის ადვილია არაა. შედაგად კი ვიღებთ,  თითქოს ყოველი მეორე პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა, ბიო ნაწარმია და გენმოდიფიცირების გარეშე. ასეთ წარწერას შეიძლება წააწყდეთ მარილზე, სოდაზე და უკვე სასმელ წყალზეც. შესაბამისად იბადება შეკითხვა – მარილს, სოდას ან წყალს სად აქვს გენები?

 

მატყუარა მეთემატიკა

ზუსტმა მეცნიერებამაც შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგალითად:

მაღაზიებზე წარწერაა ფასდაკლება – 80%-მდე, მაღაზიაში შესვლისას კი გხვდება ფასდაკლება მხოლოდ წვრილანებზე, როგორიცაა  კომპიუტერის საწმენდი ტილო.

Duracell აკუმულიატორებს აწერიათ ” მუშაობს 10ჯერ უფრო მეტი ხანი”. თუ დაუფიქრდებით ეს ფორმულირება სულაც არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ Duracell-ი მუშაობს სხვა ბრენდის აკუმულიატორებზე 10 ჯერ მეტი ხნით. ციფრების თამაშით კი ხანგრზლივი სარგებლობის ილუზია იქმნება.

არსებობს ხრიკი, წარწერა უზარმაზარი შრიფტით ” ფასდაკლება 70%” და ქვევით პატარა ასოებით ”70% პროდუქციაზე”. შედეგად ვიღებთ არა 70% ფასდაკლებას, არამედ ფასდაკლებას 70% პროდუქტზე.

ზეთი ქოლესტერინის გარეშე

თითქმის ყველა ზეთს აქვს წარწერა ”ქოლესტერინის გარეშე”. ბევრმა არ იცის, რომ ზეთში ქოლესტერინი არც არსებობს და არც არასდროს ყოფილა. ქოლესტერინი ცხიმია, რომელსაც ცხოველის ორგანიზმი შეიცავს. ზეთის ბოთლზე წარწერის გაკეთება რომ იგი ქოლესტერინის გარეშეა იგივე, რომ დავაწეროთ ზეთი პურის გარეშე.

 

ჯადოსნური იოგურტები და იმუნიტეტის აღდგენა

ტელევიზია და ქუჩები აჭრელებულია რეკლამებით რომლებიც იოგურტების სარგებლობაზე და აუცილებლაბაზე მიგვითითებენ. მათი ბევრი კომპონენტი უბრალოდ მოგონილი სახელია, მაგალითად: ლაქტობაქტერია L.Casei Imunitass – უბრალოდ რთულად გამოსათქვამი სახელია რომელიც ”სერიოზულ” შთაბეჭდილებას ახდენს. ფიტონატურალისი – მედიცინასი არ არსებობს ამ სიტყვის შესაბამისი განმარტება, უბრალოდ ესეც ისეთი დასახელებაა, რომელზეც მომხმარებელი ყურადრებას გაამახვილებს. იოგურტი ”აქტივია” მისი შემადგენლობა გვეუბნება, რომ ბავშვის ზრდისთვის ყველა კომპონენტს შეიცავს და თუ მას დღეში სამჯერ ვაჭმევთ, ისინი დიდები და ჯანმრთელები გაიზრდებიან. რეალურად კი ერთ ჭიქა რძეში უფრო მეტი ვიტამინია ვიდრე სამ პორცია იოგურტ ”აქტივია-ში”

 

სილამაზე მარკეტინგულ მსხვერპლს მოითხოვს

კონკურენტების ზრდა მოითხოვს ახალი დასახელებების გამოგონებას. მაგალითად: მოდაში შემოვიდა კოსმეტიკურ საშუალებებზე წარწერა ”ქაშმირის ეფექტით”  ეფექტურია, ფუფუნების შთაბეჭდილებას ტოვებს და თან ჟღერს.

სასაცილო ისტორია გადახდათ NIVEA-ში. პროდუქტი NIVEA Silver Protect ”ვერცხლის მოლეკულებით”, როგორც ცნობილია ვერცხლს მოლეკულები არ გააჩნია, მას ან ატომები, ან იონები აქვს. რეკლამა შეცვალეს და ვერცხლის იონებზე გადააკეთეს.



განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.