ლამაზი ქალის კარიერა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული , გარედან ისე ჩანს თითქოს სილამაზე და მიმზიდველობა ქალს ყველაფერში ეხმარება, ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ნებისმიერ წარმატებას შენ სილამაზეს უკავშირებენ, შეურაცხყოფელია როდესაც შენს თანამშრომელს ვიღაცის “საყვარელი” გონიხარ, საქართველოში განსაკუთრებით ხშირია როდესაც “ღიპიანი” ბიზნესმენები შენს შებმას ლამობენ, მე პირადად Facebook-ზეც ამ მიზნით დავმალე პირადი ალბომი, ეს პოსტი ჩემზე არაა თუმცა თემა ძალიან ახლოსაა ჩემთან და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. (ელენე)
როდის უნდა აიწიო კაბა?
არ დამიწყოთ ახლა იმის ლაპარაკი, რომ ამაზე ერთხელ მაინც არ გიფიქრიათ.
რაც შემეხება მე-ვიქნები გულახდილი და გეტყვით, რომ რამდენჯერმე მართლა მიფიქრია ამაზე:
როცა სექსუალური, ლამაზი და მიმზიდველი ხარ ყველა ცდილობს ლოგინში შეგითრიოს. მაგრამ ცოტა მათგანს თუ აინტერესებს შენი შინაგანი მდგომარეობა, როგორი ხარ? რა გაინტერესებს? რა მოგწონს? რაზე ფიქრობ? როგორ ერთობი? ან საერთოდ რა გინდა?
ბუნებრივია ამ შეკითხვებს არც დაგისვამენ, იმიტომ, რომ ზედმეტი თავსატეხი შეიძლება გაუჩნდეთ და სჭირდებათ ეს?! ნამდვილად არა. მითუფრო, როცა თვითონაც ყელამდე პრობლემებში არიან: აქვთ ვალები, თამაშობენ და აგებენ ფულს, ჰყავთ ცოლი და რამდენიმე საყვარელი, წამალდამოკიდებულები არიან, იმდენად მარტოსულები არიან, რომ ახალგაზრდა გოგონა ნამდვილად არ აწყენდათ საწოლში; ჰო, მთავარი არ გამომრჩეს- შენზე პატარები, რომლებთაც მერე მხოლოდ ”გაბლატავება”
მოუნდებათ, რომ ”აი მე ის გავჟიმე”, შენი ტოლები, რომლებსაც შენი ეშინით-იმიტომ, რომ ზედმეტად გულახდილი ხარ, სიგარეტს ეწევი, ბილწსიტყვაობაც დაიწყე ბოლო დროს, და ცოლად ვერ მოგიყვანენ, იმიტომ, რომ ქალიშვილი არ ხარ. ეს უკანასკნელი საოცარი მიზეზია ”არ სიყვარულის”-აბა რა?! რა უნდა უთხრა მერე შენს მეგობრებს, ნათესავებს, დას, ძმას, დედას, მამას, ბებოს, ბაბუს და ა.შ.?! ამიტომ ცოლად მოყვანას ურჩევნიათ უბრალოდ კაბის ქვეშ შეგიძვრნენ, იმიტომ რომ ეს ნაკლები პასუხისმგებლობაა.
მაინც როდის შეიძლება დათანხმდე პარტნიორის ყოლას? როცა კარგ სამსახურს შემოგთავაზებს?- არა!
როცა სწავლის თანხას გადაგიხდის?-არა!
როცა დასასვენებლად წაგიყვანს სადმე?-არა!
არა და არა! ასე მე ვფიქრობ, თორემ, ისე, ცხოვრების აწყობის მარტივი ხერხია.
მომწონს, როცა კაბის აწევას მხოლოდ ქარი მიბედავს და როცა ბუნებრივად მოხდება, ისე, რომ სადმე, შევხვდები ადამიანს, ზღვაზე, ან ქვიშაზე, ან წვიმაში მანქანა დამეჯახება და ჩვენ ერთმანეთს გავიცნობთ, ან საქსაფონს დაუკრავს შენთვის, ან საყვირს, ან გიტარას, ან მსახიობია და თამაშის დროს შენზე იფიქრებს, ან საერთოდაც, იცნობ, არ ელაპარაკები, მაგრამ ყოველ ღამით შენზე ფიქრობს და ამას შემთხვევით იგებ ვიღაცისგან.
სიცხე რომ გაქვს და მოგაკითხავს, წამალს მოგიტანს, ოფლს მოგწმენდს, მოთხრობას წაგიკითხავს, სადილს მოამზადებს…
ეს უკვე საინტერესოა. ამ დროს ღირს კაბის აწევა. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ მიღებული სიამოვნება.
ახლა კიდევ დაფიქრდებით?! ჰო, იფიქრეთ, იფიქრეთ, იმიტომ, რომ მე ამ ფიქრებს ქარი მომიტანს და კიდევ დავწერ რაღაცებს, რაც საერთოდ გამოდგება დასაფიქრებლად.
ფიქრის დროს ხომ ადამიანი თავისუფლდება ყველაფრისგან, იმიტომ, რომ ის შეზღუდული არაფერშია.
და მაინც მიყვარს მოკლე კაბები, მარტივი ასაწევია! აბა სცადე!
ავტორი: ხატია ალფაიძე












