in ,

რონიკო – 1995 წელს დაწყებული წარმატებული ქართული ბიზნესი

სათვალე-ზოგისთვის ლამაზი აქსესუარი, ზოგისთვის კი ყოველდღიური მოხმარების, აუცილებელი ნივთია. მარკეტერი დაინტერესდა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ოპტიკური მაღაზია რონიკოთი და კომპანიის დირექტორს, როლანდ ჯავახიას გაესაუბრა:

როდის შეიქმნა რონიკო? როგორ დაიწყეთ ეს ბიზნესი?

რონიკო 1995 წელს დაარსდა ქართულ ბაზარზე, რასაც წინ უძღვოდა რამოდენიპე პატარა ოპტიკური მაღაზია.  შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა გაერთიანება და ერთი კომპანიის ჩამოყალიბება. თავიდანვე აქცენტი იყო  გაკეთებული მაღალი ხარისხის პროდუქციაზე და ცნობილ ბრენდებზე.

თავდაპირველად რონიკოს 2 ფილიალი ჰქონდა – აღმაშნებლის 107 -ში, რომელიც დღემდე ერთგულად ემსახურება მომხმარებელს და რუსთაველის 42 ნომერში.

პროდუქცია შემოგვქონდა და შემოგვაქვს დღესაც იტალიიდან.

შეიძლება ითქვს, რომ ძალიან გაგვიმართლა თავიდანვე,  რადგან, კავშირი დავამყარეთ  უძლიერეს იტალიურ ოპტიკურ კომპანია -„Luxottica”-სთან.

ამჟამად რამდენი ფილიალი გაქვთ?

რონიკო დღეს  15 ოპტიკურ სალონს აერთიანებს.

რომელ ბრენდებთან თანამშრომლობთ?

დღესდღეობით რონიკოს პორტფოლიო 80-მდე მსოფლიოს წამყვან  ბრენდს მოიცავს.

ყველაზე საინტერესო კი გახლავთ ის,  რომ განვითარების პირველ წლებში  რონიკოსთვის თითოეული ბრენდის შემოტანა იყო ძალიან დიდი მონაპოვარი.  დღეს კი   უამრავი შემოთავაზებიდან ვარჩევთ საუკეთესოს და საინტერესოს ჩვენი ბაზრისთვის.

მომხმარებელს ვთავაზობთ უძვირფასეს ბრენდებს: CARTIER;  BVLGARI; CHANEL; CHOPARD; CHROM HEARTS; DOLCE & GABBANA; GIVENCHY; PRADA; MIU MIU;  MONT BLANC; Zegna; RAY-BAN….  ა. შ.

რა სახის რეკლამას ანიჭებთ უპირატესობას? საიდან გაჩნდა Ray-Ban-ის ავტომობილის შექმნის იდეა?

ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ნაკლებად ვსარგებლობთ სატელევიზიო და ქუჩის რეკლამებით. უმეტესად ვთანამშრომლობთ რადიოებთან და ბეჭდურ გამოცემებთან. რაც შეეხება Ray-Ban-ის ავტომობილის, იდეა გაჩნდა 2006 წელს, რომელიც განვახორციელეთ 2008 წელს.

 

იგი გახლავთ მოძრავი რეკლამა, რომელიც უპირველესად Ray-Ban -ის  ბრენდის სულისკვეთებას ასახავს. სპეციალურად იქნა შერჩეული BMW Z3  მოდელი, რომელიც არის საოცრად სწრაფი, მოდური, საუცხოო დიზაინის, მოსწონს ყველას, ნებისმიერი ასაკის ადამიანს,  ისევე როგორც  Ray-Ban -ი მოწონებას იმსახურებს საზოგადოების ყველა ფენაში.

ეს ავტომობილი ჯერჯერობით მხოლოდ ერთია.

რა დამოკიდებულება გაქვთ ბაზრობასა და ყალბი პროდუქციის გამყიდველებთან? გაქვთ თუ არა მათ საწინააღმდეგოდ რაიმე სახის გეგმა შემუშავებული?

დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიურია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საგრძნობლად  მომრავლდა ფალსიფიცირებული პროდუქცია. ძალიან თავხედური ქცევა აქვთ ამ პროდუქციის, როგორც მწარმოებლებს ასევე შემომტანებს და გამყიდველებსაც.

ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ შვიმუშაოთ ერთობლივი ღონისძიებები ფალსიფიკაციის წინააღმდეგ.

როგორ უნდა გავრჩიოთ ნამდვილი სათვალე ყალბისგან?

მხოლოდ სიტყვებით ნამდვილად რთული ასახსნელია. თუ ორივე – ორიგინალი სათვალე და ფალსიფიკაცია არ გიჭირავთ ერთდროულად ხელში და თვალსაჩინოებისთვის,  ახსნასთან ერთად  არ დააკვირდებით  ამ სხვაობებს.

ვის მიიჩნევთ კონკურენტად?

ჩვენი კონკურენტია ყველა ვინც ოპტიკის დარგში მუშაობს. კონკურენცია აუცილებელია.  უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი  ჯანსაღი კონკურენციის არსებობაა.

იქნებ რამდენიმე წინადადებით გაგვაცნოთ თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა გაფართოებას და სხვა ფილიალების გახსნას?

საომომავლო გეგმები რონიკოს ქსელის განვითარებას უკავშირდება. ვგეგმავთ გასვლას რეგიონებში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ჩვენ  ჩამოვაყალიბეთ  საბითუმო ვაჭრობის განყოფილება და მხარს ვუჭერთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ცდილობენ ააწყონ ეს ბიზნესი.

თქვენს ყველა ფილიალში ვხვდებით ექიმ-ოფთალმოლოგებს..

დიახ, ჩვენ გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი-ოფთალმოლოგები, გვაქვს  ძალიან მაღალი ხარისხის  სადიაგნოსტიკო აპარატურა. ჩვენთან ადგილზევე ხდება მხედველობის დიაგნოსტირება,  სათვალის შერჩევა და დამზადება.  კეთდება ინდივიდუალური შკვეთები მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ასეთი მომსახურებით მომხმარებელი ყოველთვის ხედავს სარგებელს, ზოგავს დროსაც  და ფინანსებსაც.

ხელმისაწვდომია თუ არა ყველა მატერიალური ფენის წარმომადგენლისთვის თქვენი პროდუქციის შეძენა?  

2008 წლის შემდეგ ჩვენი სტრატეგია ოდნავ შვცვალეთ. გვინდოდა ხელმისაწვდომი ყოფილიყო მოსახლეობის უმრავლესობისთვის მაღალი ხარისხის ოპტიკური პროდუქცია და მზის სათვალეები, რის გამოც

ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამდიდრეთ ჩვენი ასორტიმენტი 100 ლარამდე ღირებულების კატეგორიაში :უკვე რამდენიმე  წელია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  მაღალი ხარისხის სათვალე  25, 45, 60 ლარიდან.დღეისთვის  ყველაზე გაყიდავდი პროდუქცია სწორედ 100 ლარამდე ღირებულების სეგმენტშია!

შეცვალე შენი ქალაქის ხმა!

დავით კენჭაძე – TBC PAY