25
Jul
2012

რუსეთი ბორჯომის გარეშე!

25 Jul 2012

“დიდი მადლობა ონიშენკოს, რომ ბორჯომს ემბარგო დაუწესა”- სწორედ ეს მოვლენა გახდა  კომპანიისათვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გზა. რუსეთში ნებისმიერ წრეში ახსოვთ ბორჯომი და როგორც ცნობილია მისი ჩანაცვლება ვერავინ შეძლო, ამ წყლის შესახებ ბევრი ანატლიტიკური მასალა იწრება. მარკეტერი გთავაზობთ სწორედ რუსების თვალით დანახულ რეალობას.

 

”2006 წელის რუსეთის ბაზარზე გაქრა „ბორჯომი“ და ქართული ღვინო. იანვარში რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ბორჯომი და ღვინო  არ აკმაყოფილებს რუსეთის სანიტარულ ნორმებს.

ონიშენკოს სიტყვებში მხოლოდ ღვინოზე და ისიც მცირე დოზით იყო სიმართლე. საქართველოდან მართლაც გადიოდა უხარისხო ღვინო. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა, მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუოაშვილს დაავალა სიტუაციის გარკვევა ოქრუაშვილმა განაცხადა „ საქართველოდან მართლაც გადიოდა უხარისხო ღვინის პარტია, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის, რუსეთის ბაზრის მიმართ ცნობილი დამოკიდებულებაა, რომ მათთან ფეკალური მასების გაყიდვაც შეიძლება“

ფეკალური მასების ხსენება ონიშენკომ ვერ აიტანა , ქართული ღვინის, ბორჯომის და ყველა მინერალური წყლის იმპორტი  საბოლოოდ აკრძალა.

ქართული რევანში.

ონიშენკოს ვერსია თავიდანვე არაბუნებრივი იყო, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ემბარგო პოლიტიკური მიზეზების ფონზე განვითარდა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ეკონომიკამ ეს დარტყმა გადაიტანა. ემბარგოს შემდეგ ქართული ნაწარმის საზღვარგარეთ გატანა არ შეჩერებულა. 2005 წელს ექსპორტი 865,5$ მილიონ შეადგენდა, ხოლო 2006წელს 900$ მილიონს. 2011 წლისთვის 2,2$ მილიარდამდე ავიდა. ყველაზე მეტად მოგებული „ბორჯომი“ დარჩა, რომელმაც ექსპორტი სამჯერ გაზარდა.

 

მეღვინეები  ბორჯომთან შედარებით უფრო დაზარალდნენ, ბევრი წვრილი კომპანია, რომელიც ძირითადად რუსეთზე იყო დამოკიდებული, გაკოტრდა.  მიუხედავად დიდი სირთულისა საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო საქმის მოგვარება. მეღვინეებზე გაუქმდა სახელმწიფო  გადასახადები, თუ ისინი დაამტკიცებდნენ შემოსავლის 50% შემცირებას, რისი დამტკიცებაც ძალიან ადვილი იყო. საქართველომ ევროპაში შესაღწევევად ნიადაგის მომზადება დაიწყო. პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითონ კურირებდა ამ საკითხს.

სამწუხაროდ ქართული ღვინის ევროპაში დიდი რაოდენობით გატანა ვერ მოხერხდა. ამჟამად ქართული ღვინის დიდი ნაწილი უკრაინაში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში იგზავნება.

გახმაურებულმა სკანდალმა, რომელიც  „ხვანჭკარას“ და „ქინძმარაულის“  დაპატენტებას ეხებოდა ხელი შეუშალა საქართველოს, ამერიკაში ღვინო შეეტანა.  ევგენი დოზორცევს დღემდე საავტორო უფლებები აქვს არსებული ხვანჭკარასა და ქინძმარაულზე, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ მას სასამართლოში უჩივლა პატენტის დაბრუნება მაინც ვერ შეძლო.  დოზორცევმა უფლება მისცა საქართველოს ღვინის ექსპორტის გარკვეული შეთანხმებების საფუძველზე.

„ბორჯომის“ შემთხვევაში რუსეთს მართლაც მადლობა უნდა მოვუხადოთ ემბარგოს დაწესებისთვის. კომპანია  IDS Borjomi International-ის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბორჯომის გაკოტრებას ვარაუდობდა, ვინაიდან ბორჯომის 63% რუსეთში გადიოდა. 2006 წელის მონაცემებით მოსკოვში „ბორჯომის“ გაყიდვების რაოდენობა შეადგენდა 27,5 % მაშინ როდესაც  BonAqua (The Coca-Cola Company)  14,6%, ხოლო Aqua Minerale (The Pepsi Bottling Group) — 14,4%.

ისიც ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ბორჯომი რუსულ ბაზარზე დღემდე შედის ბელორუსიის გავლით. ევროპაში, ამერიკაში და უკრაინაში გაყიდვების გაზრდის ხარჯზე ბორჯომმა მეტი მოგება ნახა ვიდრე რუსეთის ექსპორტით.

კიდევ ერთი ნიუანსი: თვითონ ბორჯომს ქართველები უფრო ნაკლებს მოიხმარენ ვიდრე საზღვარგარეთ, საქართველოში ნაბეღლავი გაცილებით პოპულარულია.

 

დაბრუნება:

რუსეთში რამოდენიმეჯერ წამოიჭრა საკითხი ქართული ღვინის და ბორჯომის დაბრუნებაზე. ქართული ღვინის ჩანაცვლება არგენტინიდან და ჩილიდან უფრო იაფფასიანი პროდუქტით მოხერხდა, ხოლო ბორჯომს რაც შეეხება მისი ადგილის ისევ ხელშეუხებელი დარჩა. ანალიტიკოსების თქმით, ბორჯომი ემბარგოს შემდეგ, არცერთი მინერალური წლის გაყიდვების საგრძნობი ზრდა არ შეიმჩნეოდა, სამაგიეროდ გაიზარდა სასმელ წყალზე მოთხოვნილება, როგორებიცაა წყალი Aqua Minerale, “Шишкин лес” და  “Святой источник”. შეგახსენებთ, რომ სასმელი   “Святой источник” -ის მფლობელი  IDS Borjomi-ა.”

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.