„ყველაზე ამაყი ჩემი პირველი სტატიის გამოქვეყნებისას ვიყავი, როცა ჩემი სახელი და გვარი გაზეთში წავიკითხე“ ამ სტატიისთვის პირველი გასამრჯელო 20 ლარი მიიღო, დღეს კი ვისოლ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერია.
ვისოლში დასაქმებამდე 7 წლის მანძილზე არასამთავრობო სექტორსა და ორ ინგლისურენოვან გაზეთში მუშაობდა, სადაც როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი, თავად განსაზღვრავდა გაზეთის პოლიტიკასა და შინაარსს. ამბობს, რომ ამ გაზეთებით ქვეყნის PR-ს ეწეოდა. სამიზნე აუდიტორია საქართველოში მცხოვრები თუ დროებით ჩამოსული უცხოელები იყვნენ.
ბოლო 6 წელია ვისოლ ჯგუფის წევრია და მისი სამუშაო დღე ყოველთვის დატვირთულია. ყოფილა დღეები, როდესაც ღამის 3 საათზე დაბრუნებულა ქუთაისიდან და 5 ზე უკვე თელავში წასულა.
სად იმუშავებდით სიამოვნებით?
სიამოვნებით გავხდებოდი დიპლომატი, ან ვუხელმძღვანელებდი რომელიმე სამსახურს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიასა და ტაქტიკას განსაზღვრავს და კონკრეტულ პროექტებს შეიმუშავებს საქართველოს წარმოსაჩენად. წვლილს შვიტანდი უკეთესი მომავლის შექმნაში.
თვლის, რომ ყველაზე წარმატებული კომპანია საქართველოში „ვისოლ ჯგუფია“. ქართული ბრენდებიდან უპირატესობას „ სამოსელ პირველს“ ანიჭებს, ყველაზე ხშირად ფიტნესცენტრი „ნეპტუნის“ სტუმარია,ხოლო მობილური ოპერატორებიდან ირჩევს „მაგთის“. ავტომობილი არ ყავს, TBC ბანკის მომხმარებალია, მაგრამ მოსწონს საქართველოს ბანკის რეკლამა „იგრძენი მომავალი“, მისი ფავორიტი სატელევიზიო არხია „Discovery Travel and Living“ და დიდი სიამოვნებით უყურებს გადაცემა „რა? სად? როდის?“-ს.
უნდა, რომ რაც შეიძლება ბევრ და ხარისიან პროდუქტს ეწეროს „დამზადებულია საქართველოში“. ის შენაძენს „სმარტში“ აკეთებს იმიტომ რომ,:“ პროდუქტების ფართო არჩევანია, მომსახურების მაღალი ხარისხი და უნიქარდით ქულებს არა მხოლოდ აგროვებს, არამედ ქულებით პროდუქტის ყიდვის საშუალებაც აქვს.“ თან „სმარტი ბრენდია, რომელიც ჩვენ შევქმენით“
ახალგაზრდებს ურჩევს , რომ იყვნენ მოტივირებულები, თითოეული დღით ახალ-ახალი შესაძლებლობები და უნარები გამოავლინონ, უყვარდეთ საქმე, რასაც აკეთებენ და ჯეროდეთ, რომ: „ ყველაფერი კარგად იქნება“.