in ,

ქართველი მარკეტერების რჩევები და ქეისები

მარკეტერი თემა

მარკეტინგი დარწმუნების ხელოვნება რომ უნდა იყოს , ამაზე ქართველი მარკეტერები ერთხმად თანხმდებიან. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ხშირად მარკეტინგული ჯგუფი სხვა სიმაღლეზეა, მეწარმე კი თავისი მოთხოვნებით სხვა სიმაღლეზე.

სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კვლევაზე მეტად, რაც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხშირად უფრო პრაქტიკულია ინტუიცია და გაბედული ინოვაციური ნაბიჯების გადადგმა.

ვისოლ ჯგუფის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თორნიკე გურული, წარმატების ფორმულაზე საუბრობს:

 

“მთავარია განათლება, კონტაქტები, “ქსელური განვითარება. თან რაც შეიძლება მეტი ტრენინგები. ასეთ დროს იმას მაინც ისწავლი როგორ არ უნდა გააკეთო მოსაწყენი პრეზენტაცია”.  ამბობს, რომ კრიზისის მართვაში ბიზნესის დივერსიფიკაციაა საჭირო. რადგან, მისი აზრით, განვითარებასთან ერთად შესაძლებელი უნდა იყოს ახალი მიმართულებით მოძრაობა. ეს კი თავის მხრივ, ახალ მოგებას მოიტანს.

 

 

 

 

საინფორმაციო ცენტრი “08” ბაზარზე თითქმის 90%-იანი ლიდერია. კომპანიის დირექტორი ნათია გოჩიაშვილი ამბობს, რომ წარმატებას ზუსტი მარკეტინგული გათვლებითა და ნაბიჯებით მიაღწეის. 2008 წლის შემდეგ დაწყებულ კრიზისს მოჰყვა ცვლილებები კომპანიის მენეჯმენტში, შემდეგ კი ახალი მარკეტინგული სტრატეგია.
“მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღო, რასაც დავპირდით. “მიიღე პასუხი ნახევარ ფასად” ეს იყო მესიჯი, სლოგანი კი “ყველა პასუხი ერთ ნომერზე”. რაც სარეკლამო რგოლებში ვაჩვენეთ, ზუსტად ის მივიტანეთ მომხმარებლამდე. შემდეგ კი მათი არჩევანი გახდა ჩვევა. ჩვენთან ვინც რეკავს , შეუძლია 20-25 წამში მიიღოს ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. მაგალითად თუ მიფრინავ ლონდონში , ამ მოკლე დროში გაიგებ, რომელი რეისით, რა დროს მიფრინავ, ადგილზე როდის ჩახვალ, როგორი ამინდი და რა დრო იქნება იქ და ა.შ. “

 

კომპანია“ედრესის” კომერციული დირექტორი რეზო მაღალაშვილი საკუთარი გამოცდილებიდან იხსენებს, რომ არჩევნების პერიოდი შესაძლოა , იყოს კრიზისული. განსაკუთრებით თუ ბიზნესი ტანსაცმელს ეხება,როგორც “ედრესის” შემთხვევაშია.
“ ამ დროს აზრი არ ჰქონდა აგრესიულ პოლიტიკას. განსაკუთრებით არჩევნების დღეს , ან მის წინ და შემდგომ დღეებში. ამ პერიოდში წერტილოვანი შეხსენებებით შემოვიფარგლებოდით, არჩევნების დასრულების შემდეგ კი გადავედით უფრო აგრესიულ კამპანიაზე “.

 

 

 

 

მარკეტერებმა ამ ყველაფერზე “გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში” ისაუბრეს. მათ საკუთარი გამოცდილება მცირე მეწარმეებსა და სტუდენტებს გაუზიარეს.

„კოკა-კოლის შექმნის ისტორია, სანტას სამოსის დიზაინი და ხელოვნებად ქცეული ქილები“

პიარი თუ რეკლამა?