5
Dec
2011

Google-ის ეფექტი, ანუ როგორ ახორცილებს Google-ი სამოტივაციო პროცესებს

5 Dec 2011

Google-is ეფექტი, ანუ როგორ ახორცილებს Google-ი სამოტივაციო პროცესებს  

 თანამედროვე ბიზნესის სამყაროში კომპანია google-მა ფაქტობრივად გადატრიალება მოახდინა,      არაერთი  გამოკითხვის მიხედვით მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში google-ი  ერთ-ერთ  სასურველ და საოცნებო სამუშაო ადგილად ითვლება. ეს განპირობებულია არა მარტო კომპანიის მაღალი შემოსავლიანობით,  არამედ  კომპანიის   შიგნით არსებული  გარემო-პირობებით. აქედან გამომდინარე ძალზედ საინტერესოა გავიგოთ როგორ  ანხორცილებს იგი მოზიდული ტალანტების მოტივაციას და მათ შენარჩუნებას.

კომპანია google-მა დაარღვია სტანდარტული მოდელი ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესში, შეიმუშავა პრინციპი „მხიარულება არის კარგი” (fun is good”).  მათ შეუქმნეს თანამშრომლებს  უნიკალური  სამუშო გარემო.  ერიკ შმიტმა  google-ის   ექს. CEO-მ და ახლანდელმა აღმასრულებელმა თავჯდომარემ ერთ-ერთ გამოცემაში განაცხადა: „ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაანალიზებთ, რომ ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მრავალფეროვანი მოთხოვნილებები გააჩნია და ყველა ეს მრავალფეროვანი  მოთხოვნილებები მოითხოვს მოქნილ და ინდივიდუალურად მიმართულ მხარდაჭერას. ჩვენი პრიორიტეტია შევთავაზოთ თანამშრომელს მათზე ინდივიდუალურად მორგებული სპეციფიური საჭიროებების დამაკმაყოფილებელი პროგრამა, მაგალითად:  თუ ერთ-ერთ თამშრომელს სურვილი აქვს  ალიასკის მთებზე ცოცვა; მეორეს  შვილების აყვანის  პროგრამაში მონაწილეობა სურს და  ა.შ.“

Google-ი თანამშრომლებს მეტი მოტივაციისათვის,  კრეატიულობის გაზრდისათვის და  საქმეში  მეტად ჩართულობისათვის ყველა სახის პირობებს უქმნის სამსახურში,  მაგალითად  თანამშრომლების  განკარგულებაშია, პირველი კლასის  სასადილოები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი, ქიმწმენდის ოთახი,  საცურაო აუზი, სილამაზის სალონი, მანქანების სამრეცხაო და ა.შ.

Google-ის მარტივი ფილოსოფიაა:  მაგალითად, პროგრამისტებმა უნდა დააპროგრამონ, ეს მათთვის სასურველი სამუშაოა, მაგრამ მათ არ აინტერესებთ თავიანთი სარეცხი და ყოფითი პრობლემები, შესაბამისად კომპანია მათ ამ პრობლემებს უმარტივებს და მათი შესრულებული სამუშაო უფრო პროდუქტიული ხდება.

კომპანია google-ი ზრუნავს და  უზრუნველყოფს  თანამშრომელთა  სამუშაოს შესრულების როგორც შინაგან, ასევე გარეგან მოტივირებას. მათ კარგად იციან, რომ უამრავი ადამიანი არ  რეაგირიებს მატერიალურ აღიარებაზე და მათვის ეს ფორმა არ არის მასტიმულირებელი. შესაბამისად კომპანია უზრუნველყოფს  ადმინისტრაციულ დაჯილოებას. Google-ის აზრით კომპანიის კულტურას, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება  კომპანიის წარმატებაში.  სწორედ კომპანიის კულტურის ნაწილია google-ის  ერთ-ერთი  მიზანი, გახადოს google-ის თანამშრომლები ბედნიერები და ამისათვის ის არ იშურებს სხვადასახვა ჯილდოებს და უქმნის თანამშრომლებს მუდმივად განახლებად კომფორტულ  სამუშაო გარემოს.

ყველა  ზემოთ აღნიშნული პროცესი არ არის ერთჯერადი და პერმანენტულად გრძელდება, ხალხი აქ მოდის სამუშაოს  თავისუფლებისათვის, წარმატების გასაღებს კი წარმოადგენს სამუშაოსაგან მიღებული შინაგანი თვითკმაყოფილება და  შესრულებული სამუშაოს სათანადოდ  დაფასება, აღიარება.

კომპანია google-ს არ გააჩნია ფაქტობრივად  რეალური იერარქია,  იგი არ ქმნის მონოლითურ ჯგუფებს. მთავარი კონცეფცია, შთაგონებული დამფუძნებელთა მიერ არის: კომპანიის კულტურის შენარჩუნება. ერთ-ერთი საინტერესო და უჩვეულო უპირატესობას google-ში აგრეთვე წარმოადგენს, ის რომ თანამშრომლებს დროის მენეჯმენტი, განაწილება თავადვე შეუძლიათ, მაგალითად მათ აქვთ უფლება თავიანთი დამოუკიდებელი პროექტები განახორცილეონ  “თარგეთ” ჯგუფის გარეთ.

ბევრი ტალანტის მქონე ადამიანი მუშაობს google-ში იმიტომ რომ ამ კომპანიას აქვს განსაკუთრებული, უნიკალური  კომპანიის კულტურა.  თანამშრომლებს შეუძლიათ სამსახურში მოიყვანონ თავიანთი ძაღლები, იარონ ღამის სამოსში და ა.შ. ასეთი სახის რელაქსაციამ და მხიარულმა გარემომ უზრუნველყო კომპანიის თანამშრომელთა ფსიქოლოგიური სარგებელის მოტანა, რამაც შემდგომში გამოიწვია  ადამიანური კაპიტალის მეტი წახალისება და გაზარდა მათი  კრეატიულობა და შრომისუნარიანობა.

დასკვნის სახით შეგვიძლია  ხაზი გავუსვათ google-ის  ფორმულას რომელიც ძალზედ მარტივია:

კომპანია Google-მა კარგად იცის რას ეძებენ დასაქმებული ადამიანები კონკრეტულ ორნაგიზაციებში, აქედან გამომდინარე Google-ის მაგალითზე, კომპანიის კარგმა  ლიდერებმა უნდა ეძებონ საუკეთესო მეთოდი და გზა  იმისა, თუ რა  სახის ჯილდოს ფორმა უწევს მოტივაციის გაზრდას მის თანამშრომლებს.

დანარჩენი კი იხილთ ვიდეოში

http://youtu.be/rWlHtvZHbZ8

განხილვა

1 Response

  1. Like!! Thank you for publishing this awesome article.

Leave a Reply

Your email address will not be published.