13
Jul
2012

“სანტეს” რებრენდინგი

13 Jul 2012

ქართულმა რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „სანტემ“ რებრენდინგის შემდეგ ინტერნეტ ჟურნალების ყურადღება მიიპყრო. 
მარკეტერი გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერიას, რომელიც უცხოურ ინტერნეტ ჟურნალში აღმოვაჩინეთ.

კომპლექსური რებრენდინგი ქართული კომპანია Sante GMT-ში

2009 წლიდან ქართულ ბაზარზე  სხვადასხვა უცხოური რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კომპანია „სანტემ“ მიიღო გადაწყვეტილება რებრენდინგის შესახებ. მათ წინაშე ორი დიდი ბიზნეს ამოცანა იდგა – გაყიდვების აღდგენა და ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნება. სტრატეგიის ხელმძღვანელად დამოუკიდებელი ექსპერტი მაკსიმ კუჩენკო მიიწვიეს, რებრენდინგის რეალიზაციას კომპანია POLARIS Brand Design & Development შეუდგა.

სტრატეგია

თანამედროვე ბრენდ-ტექნოლოგიების დანერგვა. კონკურენტუნარიანობის დონის გაზრდა.

„სანტეს“ მომხმარებლის ნდობა უკვე დამსახურებული ჰქონდა, საჭირო გახდა რებრენდინგის დროს არ დაკარგულიყო „სანტეს“ მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულება.

შიდა ცვლილებები

რებრენდინგის და ასორტიმენტის გაფართოების პარალელურად რესტრუქტურიზაციის სფეროც ამუშავდა: მოთხოვნის გაზრდა, მენეჯმენტის მოდერნიზირება.

ცვლილებების წარმატებულად ჩატარების შემდეგ, კომპანია „სანტემ“ კავკკასიაში პირველმა მოიპოვა ISO 9001 სერთიფიკატი.

რეალიზაციის სტრატეგია

სარეალიზაციო სტრატეგიის პირველი პუნქტი „სანტეს ოჯახის“ შექმნა იყო –  Sante, Santino, Santissimo და ამ ყველაფრის მომხმარებლამდე მიტანა. ვიზუალური რებრენდინგის ამოცანა მომხმარებლამდე ნატურალური, ჰარმონიული, დაბალანსებული პროდუქტის მიწოდება. ახალი დიზაინი, რომელიც ნატურალურ ფერებში იქნებოდა გადაწყვეტილი – ლურჯი, მწვანე წითელი. ძირითადი ამოაცანა, გამოსახულებაზე  ნატურალურად სუფთა პროდუქტის იმიჯის შექმნა იყო.

 რეზულტატი
რებრენდინგი ერთი წელი მიმდინარეობდა, შედეგად Sante GMT-მ მიიღო – ახალი პროდუქტი Sante, Santino, Santissimo, 2011წლის შემდეგ 35% გაზრდილი მოგება, ISO 9001 სერთიფიკატი და ნაციონალური პროდუქტის წოდება.

 

 

 

 

 

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.