7
Aug
2012

სანტეს რებრენდინგი

7 Aug 2012

რძის პროდუქტების მწარმოებაელმა ქართულმა კომპანია „სანტემ“ 2009 წლის ბოლოს რებრენდინგის პროცესი დაიწყო ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებისა და გაყიდვების გაზრდისთვის, ამასთან დაკავშირებეით  მარკეტერი სანტეს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ერეკლე გამყრელიძეს ესაუბრა.

პირველ რიგში მოგესალმებით, საინტერესოა როდის და რატომ დასჭირდა კომპანიას რებრენდინგი?

კომპანიამ რებრენდინგის პროცესი დაიწყო 2009 წლის ბოლოს და დაასრულა 2011 წლის ბოლოს, რებრენდინგის აუცილებლობა წარმოიშვა ორი ფაქტორის გამო, პირველი ეს იყო  სიტუაცია ბაზარზე, როდესაც კონკურენცია გამძაფრდა და შემოვიდა დამატებითი კონკურენტი „ვიმ ბილ დანის“ სახით, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი „დსთ“-ს სივრცეში, მეორე ეს არის ის რომ იმ არსებული სახით, რომლითაც იყო წარმოდგენილი კომპანია „სანტე“იმ მომენტისთვის,იყო მოძველებული შესაბამისად მოითხოვდა ინოვაციასა და სიახლეს, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რებრენდინგის განხორციელებაზე და გავაკეთეთ კიდეც.

როგორც ვიცი რებრენდინგისთვის მიმართეთ უცხოურ საკონსულტაციო კომპანიას, ვერ განახორციელებდა მას ქართული კომპანია?

ჩვენ უცხოურ საკონსულტაციო კომპანიასთან არ გვიმუშავია, უბრალოდ გავიზიარეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რადგან ყველაფერ რაც აქ ხდება უკვე დიდი ხნის წინ გავლილია უცხოურ უფრო მოწინავე ბაზრებზე, ამიტომ იმისათვის რომ წარმატებულად განგვეხორციელებინა ეს პროექტი, დავეკითხეთ როგორ მოხდა ეს მათ ქვეყანაში,სწორედ მათი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები  და რებრენდინგი განვახორციელეთ კომპანიის შიგნით, სხვა კომპანიებთან არ გვითანამშრომლია ამ პროცესში.

 თქვენი აზრით ვინ არის სანტეს მთავარი კონკურენტი ქართულ ბაზარზე და რატომ?

სანტეს დღესდღეობით ჰყავს ორი კონკურენტი, ეს არის ქართული კომპანია „ეკო ფუდი“, რომელიც უკვე დიდი ხანია ქართულ ბაზარზეა და ასევე კომპანია „ვიმ ბილ დანი“, რომელიც რძის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია  „დსთ“-ს ტერიტორიაზე და 2009 წლიდან აქტიურადაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზეც.

რა არის სანტეს უპირატესობა, კონკურენტებთან შედარებით?

პირველ რიგში ეს არის 15 წლიანი გამოცდილება, ასევე პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, მისი მრავალფეროვნება, პროდუქტის უამრავი ასორტიმენტი რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ და ასევე ეს არის მომხმარებელზე ზრუნვა, მათთან ერთად განვითარება და ა.შ.

რატომ არ ხართ აქტიურები სოციალურ მედიაში?

რაც შეეხება სოციალურ მედიას, მისი აქტუალურობა კომპანიას ძალიან კარგად ესმის, ჩვენ როგორც ზემოთ ავღნიშნე დავასრულეთ რებრენდინგის პროცესი 2011 წლის დასასრულს და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ დავისახეთ ახალი სტრატეგია, როგორიცაა სოციალური მედია.  ამ კუთხითაც კომპანია საკმაოდ ინოვაციური იქნება, ჩვენ  ჩვენს ყველა პროექტს ვუთმობთ დიდი დროს და ადამიანურ რესურსებს, შესაბამისად ჩვენი აქტივობაც იქნება საკმაოდ სერიოზული,რომელიც ყველასთვის იქნება შესამჩნევი.

და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მთავარი სამომავლო გეგმა ბაზარზე ლიდერობისა და იმ ინოვაციური იდეების შენარჩუნებაა, რომლებიც კომპანიამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გამოავლინა და ასევე მომხმარებლისთვის სწორედ იმის შეთავაზება რაც მას სურს.

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.