ერთი კვირის წინ ძალიან საინტერესო მოსაწვევი მივიღეთ, გამოფენაზე გვეპატიჟებოდა ჩვენთვის უცნობი სამშენებლო კომპანია, ერთი შეხედვით “უინტერესო” ღონისძიება ჩანდა თუმცა მოსაწვევში ეწერა ის რამაც ჩვენი ყურადღება მიიბყრო “ტური ჯუნგლებში”. მოკლედ, 22 ნოემბერს მარკეტერი კაფე დისქავერიში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა, დამთვალერიებლის წინაშე წარმოდგენილი იყო ინდოეთისა და აფრიკის ჯუნგლებში გადაღებული არაჩვეულებრივი ფოტო მასალა.
როგორც ჩვენ – გავარკვიეთ საღამოს ორგანიზატორი ახალად დაფუძნებული კომპანია Desing House იყო, რომელიც დაინტერესებულ პირებს საფარი ტურებს სთავაზობდა, რეალურად კომპანია ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა და მის მოვალეობას ძირითადად სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს, უკეთ რომ გაგვერკვია რა კავშირი ქონდა ამ სრულიად განსხვავებულ საკითხებს ერთმანეთთან მარკეტერი კომპანიის დამფუძნებლებს გაესაუბრა:
როდის და რა მიზნით შეიქმნა თქვენი კომპანია?
ჩვენი კომპანია ჩამოყალიბდა დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ეს არის მრავალფუნქციური ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებელს ძირითადად სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს, ასევე ინტერიერის დიზაინს.
რა კავშირი აქვს საფარი ტურებს თქვენს კომპანიასთან?
ჩვენი კომპანიონები გატაცებულნი არიან ველური სამყაროს შეცნობით, ისინი ძალიან ხშირად მოგზაურობენ ინდოეთისა და აფრიკის ჯუნგლებში და კარგად იცნობენ იქაურ გარემოს, ამიტომ ჩვენმა კომპანიამ ჩამოაყალიბა DH ჯგუფი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტურებს, რომელშიც შევა ყველანაირი მომსახურება: მგზავრობა, სასტუმრო, გიდები, ჯიპებით დათვალიერება და ა.შ. ასეთი ტურები საქართველოს მასშტაბით ჯერ არ არსებობს და ვფიქრობთ, რომ დიდი გამოხმაურება და დაინტერესება ექნება ჩვენს შემოთავაზებას.
კიდევ რაიმეს ხომ არ სთავაზობს DH ჯგუფი მომხმარებელს?
ჩვენ ასევე ვთავაზობთ ივენთების გაფორმებას
თქვენი არსებობის მანძილზე გაგიკეთებიათ თუ არა უკვე რაიმე პროექტი? თუ გაგიკეთებიათ რა?
ჩვენ ახლახანს დავასრულეთ თაყაიშვილის #11 -ში 4 სართულიანი სახლის მშენებლობა, ამ ნახევარი წლის მანძილზე ჩვენ კომპანიას ეკუთვნის ასევე რამდენიმენ ბინის დიზაინი და დღევანდელი გამოფენა, ამ ყველაფრის ნახვა დაინტერესებულ პირებს ჩვენს facebook გვერდზე შეუძლიათ, წინ კიდევ ბევრი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული.
იქნებ დაგვიკონკრეტოთ ვის ეკუთვნის დრევანდელი გამოფენა, რამდენ ხანს გაგარძელდება და დაახლოებით რამდენია ფოტოების ღირებულება?
გამოფენა ეკუთვნის კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ რუსო ნიკოლაიშვილს, ფოტოები დისქავერიში 6 დეკემბრამდე ეკიდება და მათი ფასი ზომის მიხედვით 50-იდან 100ლარამდე მერყეობს.