in

სოციალური მედია მტკვარში დასახრჩობ სიდედრს ემსგავსება!

სიდედრს, რომელსაც დედას არ ეძახიან და რომელზეც ათასგვარ ანეკგდოტებს ყვებიან. სიდედრი, რომელიც არ უყვართ, მაგრამ უნდა აიტანონ – თუნდაც სხვების დასანახად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Facebook died სრულდება აღზევების ხანა, როდესაც  სოციალურ მედიას ყველა პრობლემებისგან თავის დახსნის პანააცეად მიიჩნევდნენ. კომპანიებმა ვერ მიიღეს ის შედეგი რასაც ელოდნენ.

რას ელოდნენ ასეთსო, იკითხავთ. გაყიდვების გაათმაგებას, ბრენდის ღირებულების 8 000%–ით გაზრდას, მქუხარე აპლოდისმენტებს და შემდეგ უფრო ხანგრძლივ და უფრო მქუხარე აპლოდისმენტებს.  კომპანიებმა ვერ შეძლეს „ჩაერთოთ“ მკითხველი, მიმდევრებად ექციათ ათი ათასობით ლაიქერი და შედეგად ოპტიმიზმი და ექსპერიმენტების წადილი, მშრალი პრეს–რელიზების, სოციალისტურ შეჯიბრში მორიგი გამარჯვების საზეიმო ცერემონიალების მომაბეზრებელ ფოტორეპორტაჟებად და უნიათო პუბლიკაციებად გადაიქცა.

მთავარი პრობლემა ხარისხიანი კონტენტის წარმოებაა. ქართულ სოციალურ მედიაში ხარისხიანი კონტენტის დეფიციტია. რამდენიმე კრეატიული კუნძულაკის გარდა, მის წარმოებაზე არავინ ფიქრობს. მიმდევრები ტოვებენ გვერდებს და ახალ შინაარსს, ახალ კრეატივს ეძებენ, რაღაც ამბავს ეძებენ, რომელიც მათ ინტერესებს შეესაბამება.

დაიკარგა მთავარი, რომელიც, სამწუხაროდ, სრულყოფილად არც შექმნილა  – ფუქნცია სოციალური მედიაარხისა – მკითხველის, ბრენდის მიმდევარის ჩართულობა და მონაწილეობა კონტენტის შექმნაში. ქართული სოციალური მედია სულ  უფრო წააგავს ტრადიციულ მედიას სოციალური მედიის საბურველით. აქ კონტენტს სიმულაციას ქმნიან სოციალური მედიის მენეჯერები, ხოლო „ლაიქერები“ პასიურ მოწმეებად რჩებიან, დიალოგი მონოლოგს ემსგავსება და დისკუსიაში კანტი–კუნტად შემოპარული ელემენტები, საბოლოო ჯამში, კომპანიაში მომუშავე პირები ან მათი ახლო მეგობრები და ნათესავები არიან.

კონტენტ–სტრატეგია მიუწვდომელ ოცნებად რჩება და კომპანიის მენეჯერები უკვე ალაპარაკდნენ სოციალური მედიის არაეფექტურობასა და არაეფექტიანობაზე.

აქ  სოციალური რეაქცია არ ხალისდება და კრიტიკული შენიშვნები უბრალოდ იშლება, უკუკავშირი არ ხდება ფართო განსჯის საგანი და მისი სტიმულირება თავის ტკივილთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ფასდაუდებელ რეკომენდაციასთან.

სოციალური მედიის ქართული კონტენტი დაცლილია შთაბეჭდილებისაგან, დადებითი მუხტისა და ემოციებისაგან. კონტენტი კონტექსტს არის მოწყვეტილი, რადგან შორსაა მიზანსცენისა და სიუჟეტის განვითარების დრამატურგიისგან.

ამიტომაცაა, რომ სოციალურ მედიაზე გამოყოფილი ბიუჯეტები, სამწუხაროდ, უფრო მცირე იქნება, ვიდრე წინა წლებში. ამიტომაცაა, რომ კომპანიის თავკაცები სიამოვნებით დაახრჩობდნენ მტკვარში სოციალურ პლატფორმებს, კონკურენტების თავკაცებთან საერთო შეთანხმება რომ არსებობდეს.

ამიტომაცაა, რომ სულ ახლახანს ერთმა უცნობმა კომპანიამ ერთი მცირე, პრიმიტიული აპკლიკაციით 3 დღეში 200 ათასამდე ლაიქერი შეიძინა. ამიტომაცაა, რომ საზოგადოება ელოდება კონტენტს, რომელიც კავშირში იქნება კონტექსტთან.

ავტორი: სოსო გალუმაშვილი



digital marketing in georgia sensacia

150 000 VIEW- ლიკანის ქეისი

ნიცა ჩოლოყაშვილი ბორჯომის პიარ მენეჯერი

“ყველა ადამიანმა სწორად უნდა შეარჩიოს პროფესია“-ნიცა ჩოლოყაშვილი